logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ზაურ დარგალი არის მაგალითი, თუ როგორ უნდა შეძლოს ახალგაზრდამ, მიაღწიოს ძალიან დიდ წარმატებას თავისი შრომითა და განათლებით
ირაკლი ღარიბაშვილი: ზაურ დარგალი არის მაგალითი, თუ როგორ უნდა შეძლოს ახალგაზრდამ, მიაღწიოს ძალიან დიდ წარმატებას თავისი შრომითა და განათლებით
15:07 13.04.2019
ზაურ დარგალი არის მართლაც საამაყო მაგალითი, თუ როგორ უნდა შეძლოს ახალგაზრდა, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მიაღწიოს ძალიან დიდ წარმატებას თავისი შრომითა და განათლებით - ამის შესახებ „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში ზაურ დარგალის მერობის კანდიდატად წარდგენისას განაცხადა.

მან წარმატება უსურვა მერობის კანდიდატს და აღნიშნა, რომ დარგალი იქნება მარნეულის საამაყო მერი.

„ზაური მე გავიცანი დაახლოებით ექვსი წლის წინ და მას შემდეგ ჩვენ ყველანი ვხედავთ მის ძალიან დიდ პროგრესს, წარმატებას. მისი წარმატება მდგომარეობს მის შრომისმოყვარეობაში. მჯერა რომ ზაურ დარგალი იქნება თქვენი საამაყო ქალაქის მერი. ის მოემსახურება მარნეულელ ხალხს, ის იზრუნებს თქვენს კეთილდღეობაზე და მუდამ თქვენს გვერდით იქნება. რაც შეეხება მის ოპონენტს, მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენ მივდივართ მომავლისკენ და არასდროს არ დავბრუნდებით წარსულში. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ წინა ხელისუფლების ხელწერა იყო ჩვენი მოსახლეობის ჩაგვრა, მათ წინააღმდეგ მიმართული არნახული ძალადობა, რომელიც 2012 წელს ჩვენ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დავამარცხეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნურავის ნუ ექნება იმედი, ამ უსუსურ ოპონენტებს მივმართავ, რომ ისინი შეძლებენ რაიმე ფორმით შუღლისა და განხეთქილების შემოტანას ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენ, ჩვენი გუნდი ამას არ დავუშვებთ და ამ არჩევნებზე ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. კიდევ ერთხელ ვუსურვებ ჩვენს კანდიდატს წარმატებებს, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან მარნეულის მოსახლეობასაც მიმართა და საქართველოს, როგორც მრავალეთნიკური ქვეყნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა, ჩვენი პარტიის პატივისცემა და გვერდში დგომა, რომელსაც თქვენ ნამდვილად იმსახურებთ. ჩვენი მთავარი სიძლიერე, ეს არის ჩვენი ერთობა.

საქართველო გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით, თავისი მრავალეთნიკურობით და სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენი სიძლიერე. ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაზე ზრუნავს და შრომობს, რა თქმა უნდა ჩვენი სიმდიდრეა.

მინდა, ამ რეგიონს და ამ ხალხს, განსაკუთრებულად მოვეფერო და მივესალმო. საყოველთაოდ ცნობილი და დადასტურებული ფაქტია, რომ ამ მხარეში განსაკუთრებულად მშრომელი ხალხი ცხოვრობს. თქვენი შრომა არის საყოველთაოდ ცნობილი საქართველოში. ამიტომ , ის რაც პრემიერმა განაცხადა, ის პროგრამები, რაც დაგეგმილი აქვს ჩვენს მთავრობას, მჯერა, რომ კიდევ ერთხელ გააძლიერებს ამ მხარის მოსახლეობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ