logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
მამუკა ბახტაძემ მარნეულის მერობის კანდიდატი წარადგინა და მუნიციპალიტეტის როლზე ისაუბრა
მამუკა ბახტაძემ მარნეულის მერობის კანდიდატი წარადგინა და მუნიციპალიტეტის როლზე ისაუბრა
14:51 13.04.2019
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზაურ დარგანი წარადგინა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მუნიციპალიტეტში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„ჩვენ, როგორც ერთი ქვეყნის შვილები საუკუნეებია ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს და ჭირსა და ლხინში ერთმანეთის გვერდში ვდგავართ. ჩვენთვის, ჩვენი რეგიონების, ჩვენი ლამაზი კუთხეების განვითარება არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი. სწორედ ამიტომაც, არის ის, რომ 2019 წელს ჩვენ გამოვყავით რეკორდული რაოდენობის ინვესტიციები მარნეულისთვის, თქვენი მუნიციპალიტეტისთვის, იმისთვის, რომ დავაგოთ ახალი გზები, იმისთვის, რომ ავაშენოთ ახალი სკოლები და ბაღები, იმისთვის, რომ ავაშენოთ და მწყობრში მოვიყვანოთ საირიგაციო სისტემები. უნდა მოვაწესრიგოთ ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა, რაც წლების განმავლობაში დაგროვდა მარნეულში. ეს არის ჩვენი უმთავრების პრიორიტეტი“ - აღნიშნა ბახტაძემ.

პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა მარნეულის, როგორც აგრარული კუთხის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ინვესტიციების ჩადება გაიზრდება.

„მარნეული არის აგრარული კუთხე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციით ამარაგებს მთელ საქართველოს და თითოეულმა თქვენთაგანმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ სამჯერ გავზარდეთ სოფლის მეურნეობის მხარდამჭერის პროგრამები და სწორედ მარნეული გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი ამ პროგრამების და მე გპირდებით, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამებში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციებს ჩავდებთ და გავასამმაგებთ იმ პროგრამებს, რომლებიც დღეს მოქმედებს თქვენს ლამაზ მუნიციპალიტეტში“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საზოგადობას მამუკა ბახტაძემ მერობის კანდიდატი, ზაურ დარგალი წარუდგინა. მასზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ ღირსეული კანდიდატი და პროფესიონალი ახალგაზრდაა.

„19 მაისს თქვენ აირჩევთ მარნეულში ახალ მერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებაზე და თქვენივე რჩევით, ჩვენ შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატი. ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მარნეულში. თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, ღირსეული, პატიოსანი და ენერგიით სავსე ახალგაზრდა - ზაურ დარგალი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზაური იქნება ძალიან მაგარი მერი თქვენი მუნიციპალიტეტისთვის და ის ყველა არსებულ პრობლემას გადაჭრის ჩვენთან ერთად. 19 მაისს დარწმუნებული ვარ ზაური მიიღებს თქვენ მხარდაჭერას, ის გაიმარჯვებს არჩევნებში და ამით გაიმარჯვებს მარნეული, ამით გაიმარჯვებს ის, რომ ჩვენ შევძლებთ ერთობლივად კიდევ უფრო მეტი პროექტის რეალიზაციას თქვენს ლამაზ მუნიციპალიტეტში“ - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის