logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ბექა ოდიშარია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიც ლუკოვაკს შეხვდა
ბექა ოდიშარია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიც ლუკოვაკს შეხვდა
21:11 10.04.2019
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიც ლუკოვაკს შეხვდა.



ბექა ოდიშარია სტუმარს იმ საკითხებზე ესაუბრა, რაზეც მას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია ჰქონდა.



მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზეც, მათ შორის, დიასპორის რუკის შექმნის საკითხზე.



„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ფაქტობრივადაც და შინაარსობრივადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მიგრაციის საკითხებზე მუშაობს. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ხედვები უმრავლეს მიმართულებებზე ერთმანეთს დაემთხვა.

მათგან მივიღე ინფორმაცია იმ შესაძლებლობებზე, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი კონკრეტულ გეგმების განხორციელებაში, მათ შორის, ეს არის დიასპორის რუკის შექმნა, სადაც თავმოყრილი იქნება ძალიან დიდი ინფორმაცია და ის ხელმისაწვდომი იქნება საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის. ასევე, ვისაუბრეთ გარკვეული პლატფორმების შექმნაზე, რომელიც ჩვენს თანამემამულეებს გაუადვილებს ყოფას და მათთვის ხელმისაწვდომს გახდის ძალიან ბევრ ინფორმაციას.

შევთანხმდით, რომ დიასპორის ერთ ნაწილს ჩვენგან ხელშეწყობა სჭირდება, თუმცა არის დიასპორის მეორე ნაწილი, რომელსაც შეუძლია საქართველოს ფეხზე დაყენებაში აქტიორი მონაწილეობა მიიღოს. სწორედ, ასეთი ტიპის პროდუქტების შექმნაზე ვისაუბრეთ და შევთანხმდით“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ბექა ოდიშარიამ.



შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროგრამების ადგილობრივი კოორდინატორი ნათია კვიციანი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის