logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ძაგანია: ნათელაშვილს ტაქსების კომპანია აქვს და ტაქსებს დუშეთი-თბილისის მარშრუტზე ამუშავებს
ძაგანია: ნათელაშვილს ტაქსების კომპანია აქვს და ტაქსებს დუშეთი-თბილისის მარშრუტზე ამუშავებს
18:26 10.04.2019
„მემარცხენე ალიანსის“ გენერალური მდივნის, კახა ძაგანიას განცხადებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ცდილობს, თბილისელ ტაქსისტებში უკმაყოფილების ტალღა ააგოროს, მათი გულწრფელი სოციალური მოთხოვნები გამოიყენოს და ისინი ქუჩაში გამოიყვანოს. ამის შესახებ ძაგანიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნათელაშვილს ტაქსების სფეროში პირადი ინტერესები აქვს. როგორც ძაგანიამ აღნიშნა, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს ტაქსების კომპანია აქვს და ტაქსებს დუშეთი-თბილისის მარშრუტზე ამუშავებს.

„არსებობენ ორსახა იანუსის პოლიტიკოსები საქართველოში. ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია შალვა ნათელაშვილი, რომელიც თავის დროზე, ვითომდა, ებრძოდა შევარდნაძეს. ამ დროს, საკნებში სიკვდილმისჯილი ზვიადისტები ელოდნენ დახვრეტას და მან სიკვდილით დასჯის გაუქმების წინააღმდეგ მისცა ხმა პარლამენტში. როცა საკრებულოში, ვითომ, ებრძოდა სააკაშვილს, მართლაც რეიტინგული პარტია გადავიდა, დაუთმო „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტია დაშალა, მიყიდა მერაბიშვილს. მაშინ, როცა, ვითომ, ბანკებს ებრძოდა, თავად მევახშეობით იყო დაკავებული და წლიურ 60 %-ში ასესხებდა თანხებს. დღესაც, ვითომ, მხარს უჭერს ტაქსის მძღოლებს და თავად არის ამ ბიზნესით დაკავებული თბილისი-დუშეთის მარშრუტზე. ტაქსები ჰყავს ჩამოყვანილი და ატაქსავებს. მეორე მიზეზი ამ საპროტესტო მუხტის გამოყენებისა არის ის, რომ წინასაარჩევნოდ შექმნას მძიმე, არეული მდგომარეობა. როგორც ჩვენ გავიგეთ, შალვა ნათელაშვილი „ნაციონალური მოძრაობისგან“, ვინმე ბესო გაზდელიანისგან იღებს დავალებებს. ის დაანონსებული აქცია, რომელიც ხვალ იქნება, მიზანმიმართულია იმისკენ, რომ ნათელაშვილმა თავისი ტაქსების ბიზნესი დაიცვას და ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა აურიოს, რათა შუალედური არჩევნები აქციების ფონზე ჩატარდეს. დავალებებს პირდაპირ იღებს „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერისგან, ბესო გაზდელიანისგან.

როგორც ვიცით, მერიასა და ტაქსების მძღოლებს შორის უკვე მიდის მოლაპარაკებები. მერიას მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ტაქსის მძღოლების სამართლიანი მოთხოვნები და ვფიქრობთ, მშვიდობიანად, ეკონომიკურად სარგებლიანად დამთავრდება მოლაპარაკებები მერიასა და მძღოლებს შორის. არ არის საჭირო ასეთი საკითხების მიტინგების ფონზე გადაწყვეტა“, – განაცხადა კახა ძაგანიამ.

მისივე თქმით, თუ მერიასა და ტაქსისტებს შორის პრობლემა არ მოგავრდება, „მემარცხენე ალიანსი“ სასამართლოს მიმართავს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა