logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მიხეილ ყაველაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
16:05 10.04.2019
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, პარიკ ფრანზენთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-შვეიცარიას შორის არსებული საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და შვეიცარიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების, ეკონომიკის და განათლების კუთხით, შვეიცარიის მხარის მიერ რამდენიმე პროექტი დაფინანსდა, რომლებიც წარმატებით ხორციელდება.

შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიელ დიპლომატს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართ შვეიცარიის მხარესთან ურთიერთთანამშრომლობის ინიციატივა გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მისი როგორც ფეხბურთელის მოღვაწეობის გარკვეული წლები შვეიცარიას უკავშირდება და სპორტის განვითარების კუთხით, აღნიშნული ქვეყნის მოდელი მისთვის კარგად არის ცნობილი. შესაბამისად, შვეიცარიელი სპეციალისტების მიერ ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენების და მწვრთნელების გადამზადების პროგრამა, ქართული სპორტის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. პატრიკ ფრანზენი კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივას მიესალმა და მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა სპორტული ტურიზმის განვითარების მიმართულებებზეც იმსჯელეს.

აღინიშნა, რომ ამ კუთხით შვეიცარიას მდიდარი გამოცდილება გააჩნია და მისი ქართულ პოტენციალზე მორგება ამ მიმართულებას მნიშვნელოვნად განავითარებს.

მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიის ელჩთან ახალგაზრდის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მიდგომებზე ისაუბრა და დიპლომატს ხელისუფლების მიერ ახალგაზრდობის საქმეების მიმართ არსებული ინიციატივები გააცნო. აღინიშნა, რომ ახალგაზრდების პროფესიული განათლების და შემდგომ მათი დასაქმების მიზნით არაერთი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება და ამ კუთხით შვეიცარიის მხარის გამოცდილების გაცნობა და გაზიარება საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.

შეხვედრის დასასრულს მხარეები მჭიდრო კომუნიკაციასა და თანამშრომლობის გაგრძელების საკითხებზე შეთანხმდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა