logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
იონათამიშვილი: საკმარისია, საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილის ერთი გამოჩენა, რომ პოლიტიკური ოპონენტები პანიკაში ვარდებიან
იონათამიშვილი: საკმარისია, საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილის ერთი გამოჩენა, რომ პოლიტიკური ოპონენტები პანიკაში ვარდებიან
15:54 10.04.2019
საკმარისია, საჯარო სივრცეში ბიძინა ივანიშვილის ერთი გამოჩენა, რომ პოლიტიკური ოპონენტები , მაშინვე პანიკაში ვარდებიან, -ა სე ეხმიანება რატი იონათამიშვილი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ ოპონენტების კომენტარებს.

"ეს ხდება იმიტომ, რომ მთავარი განსხვავება, რაც ჩვენს შორის არსებობს, არის - ჩვენ ვფიქრობთ ქვეყანაზე, პროგრესზე, ხოლო ისინი - ხელისუფლებაში მოსვლაზე. ამიტომ არ მიკვირს და ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი საუბრობს საქმეზე, ხოლო ოპონენტები - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე.

გუშინ ჩვენ ვნახეთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერის ინტერვიუ, რომელმაც ზუსტად იცის რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორ უნდა უზრუნველვყოთ უკეთესი ხვალინდელი დღე. ბიძინა ივანიშვილი შეეხო ყველა აქტუალურ საკითხს და დასმულ კითხვებზე ანალიზზე დაფუძნებული, არგუმენტირებული და გულწრფელი პასუხები გასცა.

ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს ქონდა დარჩენილი კითხვის ნიშნები ანაკლიის პორტის პროექტის, გუნდიდან წასული ადამიანების, მართლმსაჯულების რეფორმის, ან ქვეყანაში მიმდინარე სხვა პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი პროცესების ირგვლივ, ერთხელ და სამუდამოდ გაეცა ამომწურავი პასუხი.

ახლა მთავარია, რომ ჩვენ ნაკლები დრო დავუთმოთ ოპონენტებთან პოლემიკას და მეტი ენერგია მოვახმაროთ საქმის კეთებას, რადგან ოპონენტების დღის წესრიგი მხოლოდ ერთი შინაარსით გამოირჩევა - როგორი კეთილშობილები არიან თვითონ და რა ცუდები არიან ყველა სხვა დანარჩენნი; ჩვენი მთავარი ამოცანა კი სოციალურ პრობლემებთან ბრძოლა, ეროვნული უსაფრთხოება, სამართლიანობის განმტკიცება და ევროინტეგრაციაა", - განაცხადა იონათამიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა