logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ღარიბაშვილი ხულოში: ჩვენი გუნდი გპირდებით, რომ პრობლემებს სწრაფად და რაც მთავარია ხარისხიანად გამოვასწორებთ
ღარიბაშვილი ხულოში: ჩვენი გუნდი გპირდებით, რომ პრობლემებს სწრაფად და რაც მთავარია ხარისხიანად გამოვასწორებთ
15:04 10.04.2019
"ქართულმა ოცნებამ" ხულოში მერობის კანდიდატი, ვახტანგ ბერიძე წარადგინა.
შეკრებილებს სიტყვით მიმართა  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, მთავრობას აქვს სრული ვალდებულება და იღებთ პასუხისმგებლობას, რომ მოქალაქეებს ერთგულად ემსახუროს.

"ძალიან მიხარია , რომ დღეს, ჩვენს მეგობრებთან, ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად აქ ვიმყოფები და წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, ბატონ ვახტანგ ბერიძეს.

მე მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი მოსახლეობას. მიხარია, რომ ყველა თაობის წარმომადგენელს ვხედავ დღეს აქ შეკრებილს. ვხედავ უხუცესებს, ჩვენს ღირსეულ ხალხს, ვხედავ ჩვენს დედებს, ჩვენს ძმებს, ახალგაზრდებს ვხედავ, ჩვენს ბავშვებს ვხედავ, ჩვენს მომავალს ვხედავ.

ვუყურებ რა ამ ადამიანებს თვალებში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მთავრობას გვაქვს სრული ვალდებულება და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ თქვენ ერთგულად გემსახურებით.

ზემო აჭარა, ეს არის ჩვენი სიამაყე, თქვენ ხართ გმირი ხალხი. სხვა არაფერია თუ არა გმირობა, რომ აქ, ზემო აჭარაში ხართ ასე ძლიერად და ინარჩუნებთ ამ ულამაზეს მხარეს. მხარეს, რომელიც გამორჩეულია თავისი უნიკალურობით და რაც მთავარია თავისი განსაკუთრებული ხალხით. თქვენს გარეშე რა თქმა უნდა ეს მხარე არ იქნებოდა ასეთი ლამაზი.

მე მინდა ყველას მოთმინებისთვის გულწრფელად მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენმა მთავრობამ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, ბევრი საქმე გააკეთა, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი, მაგრამ რა თქმა უნდა იყო შეცდომებიც. ამ შეცდომებს ჩვენს ვხედავთ და ეს არის დღევანდელი მაგალითიც, რომ დღევანდელი კანდიდატის ჩანაცვლებით ანუ ვახტანგ ბერიძის ჩანაცვლებით, ჩვენ გავაუმჯობესებთ სიტუაციას, უფრო მეტად დაგეხმარებით.

კარგად გვესმის ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აწუხებს: სიღარიბე, უმუშევრობა, დასაქმების პრობლემა ახალგაზრდებისთვის, მეტი ჩართულობა თქვენი.

გპირდებით, ჩვენი პარტიის ხელმძღვანელის ლიდერობით, ჩვენი გუნდი გპირდებით, რომ ამ პრობლემებს სწრაფად და რაც მთავარია ხარისხიანად გამოვასწორებთ.

ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ ნურავის ნუ ექნება იმედი, ამ შემთხვევაში მინდა მივმართო ჯერ კიდევ ოპონენტებად წოდებულებს, რომლებსაც საზოგადოებაში შემოაქვთ მხოლოდ დესტრუქცია და შუღლი, დაპირისპირება და ქაოსი, ამ ადამიანების ადგილი ჩვენს საზოგადოებაში კი არა , პოლიტიკაში არ უნდა იყოს. მოძალადე მმართველების ადგილი საქართველოში აღარ უნდა დაბრუნდეს.

მინდა დავასრულო გამოსვლა იმით, რომ ხულოს ჰყავს ძალიან ღირსეული დეპუტატი, ბატონი ანზორ ბოლქვაძე, გეყოლებათ ღირსეული მერი ბატონი ვახტანგ ბერიძე და გყავთ რეგიონის ხელმძღვანელი ბატონი თორნიკე, ახალგაზრდა და ენერგიული კაცი.

ჩვენ ერთად გპირდებით, ერთიანი ძალისხმევით ყველა პრობლემას ეტაპობრივად გადავჭრით და ვიქნებით თქვენს სამსახურში",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა