logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დოჰაში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს
საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, დოჰაში ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს
14:56 09.04.2019
საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ორმხრივ შეხვედრებს აგრძელებს.

შეხვედრები უკვე გაიმართა ბუტანის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ვანგჩუკ ნამგიელთან და ბარბადოსის სპიკერთან, არტურ ჰოლდერთან.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკაა.

„ჩვენი მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების მხარდაჭერის მოპოვება, რაც დიალოგის რეჟიმში იქნა მიღწეული. მხარეები დაგვპირდნენ, რომ ისინი გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მხარდაჭერილი იქნას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ასევე, დაინტერესდნენ იმ რეფორმებით, რომელსაც საქართველო ახორციელებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მთლიანობაში შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც წარმატებული ვიზიტი“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

დელეგაციის წევრის, დავით ბაქრაძის შეფასებით, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ფორმატი უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

„ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელშიც 160 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს, მათ შორის, ისეთი ქვეყნები, რომელთანაც საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და ვისაც ჯერ კიდევ არ უღიარებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამიტომ, ეს ფორმატი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, შევხვდეთ ქვეყნებს, მაგალითად, წყნარი ოკეანის რეგიონიდან, აფრიკიდან, ლათინური ამერიკიდან, რომლებსაც ვერცერთ სხვა ღონისძიებაზე და ფორმატში ვერ შევხვდებით. ამიტომ მთავარი ღირებულება და დატვირთვა ამ შეხვედრების და ვიზიტის არის სწორედ შესაძლებლობა, ვისაუბროთ მთელ მსოფლიოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე და სწორედ ეს იყოს შეხვედრის მთავარი საკითხი - ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს ერთიანობა ყველა იმ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, შეხვედრებს ფიჯის პარლამენტის თავმჯდომარესთან რადუ ეპელი ნაილატიკაუსთან, ტონგას საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარესთან ლორდ ფაკაფანუასთან და ახალი ზელანდიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის ვიცესპიკერთან, ენ ტოლისთან გამართავს.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის