logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში ზესტაფონის მერობის კანდიდატად გიორგი გოგლიჩიძე წარადგინა
18:34 07.04.2019
"ჩემთვის დიდი პატივია იმ სტატუსით წარდგენა, რასაც ზესტაფონის მერობის კანდიდატი ჰქვია. მადლობა მინდა გადავუხადო "ქართული ოცნების" გუნდსა და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა თავი წარმოვაჩინო ჩვენს მუნიციპალიტეტში. მჯერა თითოეული თქვენგანის, ისევე დამიდგებით გვერდში, როგორც აქამდე, ყველა იმ უსამართლობაში, რაც არ მოგვწონდა. ჩვენ ამისთვის ვართ ღია და მომართული, იმისთვის, რომ საქმე ვაკეთოთ", - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

ზეტაფონის მერობის კანდიდატმა მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

"ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი პროექტი განხორციელდა, მაგრამ 2019 წლიდან იწყება ზესტაფონისთვის უპრეცენდენტო პროექტები როგორც ინფრასტრუქტურული, ისე წყლის და გაზიფიცირების - ტაბაკინი, კლდეთი, სადგური სვირი. თუკი სადმე, რომელიმე ოჯახს დღეს გაზიფიცირების პრობლემა აქვს, მიმდინარე წელს გაშლილია ლოკაცია და ძალიან მალე თქვენ თვითონ ნახავთ, რა შეუძლია გუნდს, რა შეუძლია ერთად დგომას.

19 მაისს თქვენი შემოხაზული ნომერი 41 ეს იქნება სიმშვიდის, სიკეთის, მეგობრული გარემოსი, ჯანსაღი ურთიერთობების ციფრი, რომელიც განამტკიცებს იმ ურთიერთობებს, რაც ზესტაფონს ტრადიციულად ჰქონდა. ზესტაფონი იყო ურთიერთობების ქალაქი , მე ასეთ ქალაქში გავიზარდე და მე მინდა ისევ იმ ზესტაფონში ვიცხოვროთ. კიდევ ერთხელ, თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გადავუხადო. თქვენი მხარდაჭერით მივიღე ის გადაწყვეტილება და გამოწვევა, რასაც ზესტაფონის მერობა ჰქვია", - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა