ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს გაერთიანება
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს გაერთიანება
15:38 06.04.2019
„დღეს არის გაერთიანების დრო. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. ბევრი საქმე გავაკეთეთ, შეცდომებიც მოგვივიდა, მაგრამ არცერთი დღე აღარ გვაქვს დასაკარგი“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდის მერობის კანდიდატის დღეს გამართულ წარდგენაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა და გამოწვევა სიღარიბე და უმუშევრობა, შემდეგ კი პოლარიზებული პოლიტიკური გარემოა.

„ჩვენ ვიცით, რომ პრობლემები ძალიან ბევრია ქვეყანაში. მე ასევე ვიტყოდი რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. შემდეგი, ეს არის ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. ადამიანები ხელოვნურად ცდილობენ მუდმივად დაძაბულობის შემოტანას საზოგადოებაში, რაც კარგს არაფერს მოგვიტანს. დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს გაერთიანება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხალხს და მითუმეტეს მტერს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი, რომ ჩვენ გვაქვს ერთიანი მიზანი, მიზანი არის მთავარი, რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს. რა არის ჩვენი მიზანი? რა არის ჩვენი ქართული ოცნება? რა არის თითოეული ქართველის ოცნება? ეს არის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფო“ - აღნიშნავს პოლიტიკური მდივანი.

ბეჭდვა