logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ვაკა გორგილაძე: არასამთავრობოების მიერ ინიცირებული პროცესები ზოგჯერ ქვეყნის სტაბილურობასაც კი უქმნიან საფრთხეს
ვაკა გორგილაძე: არასამთავრობოების მიერ ინიცირებული პროცესები ზოგჯერ ქვეყნის სტაბილურობასაც კი უქმნიან საფრთხეს
17:55 02.04.2019
პოლიტანალიტიკოსი ვაკა გორგილაძე გია აბაშიძის კვლევას აფასებს და მას პრეცედენტულს უწოდებს.
მისი თქმით ამ კვლევით მოხდა არასამთავრობო სექტორის ანატომიის შესწავლა. როგორც ვაკა გორგილაძე აღნიშნავს, ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ საკუთარი ინფრასტრუქტურით, გრანტებით, რესურსით და ინიცირებას ახდენენ ისეთი პროცესების, რომლებიც ზოგჯერ ქვეყნის სტაბილურობასაც კი უქმნიან საფრთხეს.

,,ჩვენს შემთხვევაში კი არასამთავრობო სექტორი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ხშირად ეს "მოდარაჯე ძაღლი" იქცევა, როგორც "მონადირე ძაღლი"- ვიღაცის ხელში ინსტრუმენტად . ხშირად არასამთავრობო ორგანიზაციები სარგებლობენ საკუთარი რესურსით, ეს არის გრანტები, ეს არის ინფრასტრუქტურა და ამ თავისი რესურსით ახდენენ პირდაპირ ინიცირებას გარკვეული პროცესების. ეს პროცესები ქვეყნის სტაბილურობასაც კი უქმნის საფრთხეს. მაგალითად, კარვების გაშლის მცდელობა, მაგალითად ხორავას ტრაგიკული თემის პოლიტიზაცია, რომელსაც დიდ წილად არასამთავრობო სექტორი უწყობდა ხელს. ასევე საპრეზიდენტო არჩევნები - როდესაც აპრიორი ხელისუფლებას ბრალდებოდა ,რომ მზად არის არჩევნების შედეგების გაყალბებსთვის, ყალბი პირადობების საქმე, რომელიც ჯერ არ ახსენდება არავის, მაგრამ გვახსოვს ეს დაუსაბუთებელი ბრალდებები და უნდობლობის გაჩენის მცდელობები არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან“,- განაცხადა ვაკა გორგილაძემ.

კვლევის შეფასებისას პოლიტანალიტიკოსმა სასამართლოსთან დაკავშირებიტ არასამთავრობო სექტორის შეფასებებიც გაიხსენა.

როგორც ვაკა გორგილაძე ამბობს, 2013 წელს არასამთავრობოები მომხრეები იყვნენ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის, მაგრამ მას შემდეგ რაც სასამართლო გავიდა პოლიტიკური და მმართველი პარტიის გავლენის სფეროდან, საზოგადოებამ დაინახა მათი მხრიდან მოსამართლეების მიმართ მძლავრი კრიტიკა და მტრის ხატის შექმნის მცდელობა.

,,2013 წელს არასამთავრობოები პირიქით მომხრეები იყვნენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ,შემდეგ მოხდა გარდატეხა და სასამართლო გავიდა პოლიტიკური და მათ შორის მმართველი პარტიის გავლენის სფეროდან. ჩვენ დავინახეთ მძლავრი კრიტიკა მოსამართლეების მისამართით, მტრის ხატის შექმნა, ესეც სამწუხაროა. მე ვერ ვიტყვი მთელ არასამთავრობო სექტორზე ,მაგრამ ისინი ვინც აფილირებული და დაკავშრებულია ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს სხვადასხვა ლიდერთან ,ესეც არის აბაშიძის კვლევაში თვალსაჩინო. თვალსაჩინოა ვინ აფუძნებდა, როდის აფუძნებდა, რა პოლიტიკური ინტერესი გააჩნდა, როგორ ხდებოდა მიგრაცია არასამთავრობო სექტორიდან "ნაციონალურ მოძრაობაში" და როგორ ბრუნდებოდნენ ისევ პარტიიდან არასამთავრობო სექტორში. ეს კვლევა ადასტურებს იმას, რაც პოლიტიკურმა წრეებმა და ექსპერტებმა კარგად იციან, რომ ძალიან ხშირად სამწუხაროდ არასამთავრობო სექტორს იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის, პოლიტიკურ ინსტრუმენტად და არასამთავრობოები ხშირად ერევიან პოლიტიკურ პროცესში და სამწუხაროდ ეს ჩარევა ხშირად არის დაკავშირებული დესტრუქციასთან“,- აღნიშნავს ვაკა გორგილაძე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა