logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ლიეტუვაში საქართველოს ელჩის გამოსამშვიდობებელი ღონისძიება და ფესტივალის „საქართველოს კულტურული გაზაფხული“ დახურვა გაიმართა
ლიეტუვაში საქართველოს ელჩის გამოსამშვიდობებელი ღონისძიება და ფესტივალის „საქართველოს კულტურული გაზაფხული“ დახურვა გაიმართა
15:11 01.04.2019
ვილნიუსის მთავარ მოედანზე მდებარე რატუშის შენობაში საქართველოს ელჩის გამოსამშვიდობებელ საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი, ლიეტუვის პარლამენტის (სეიმის) თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი და ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური პირები. აღსანიშნავია, რომ რატუშის შენობაზე საქართველო-ლიეტუვას მეგობრობის ნიშნად გამოიფინა საქართველო-ლიეტუვას დროშები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე, მან თავის გამოსვლაში შეაჯამა ლიეტუვაში საქმიანობის პერიოდში განხორციელებული სამუშაო. ხაზი გაუსვა ლიეტუვას მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და აღნიშნა ის მჭიდრო ურთიერთობები, რაც სახეზეა საქართველო-ლიეტუვის ორმხრივი თანამშრომლობის ყველა სფეროში. განსაკუთრებით გაესვა ხაზი მაღალი დონის ვიზიტების აქტიურ დინამიკას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ტურიზმის ზრდას, განათლებისა და კულტურის სფეროებში განხორციელებულ უმნიშვნელოვანეს პროექტებსა და დანერგილ სიახლეებს. ასევე აღინიშნა, რომ ბოლო წლების მანძილზე ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველი სტუდენტების რაოდენობა, გაღრმავდა ხალხთაშორისი კავშირები. განსაკუთრებით აღინიშნა ლიეტუვას ისტორიული გადაწყვეტილება განხორციელებული უნიკალური საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომლის თანახმადაც ლიეტუვურ ენაში საქართველოს ოფიციალური დასახელება "გრუზია" "საქართველოთი" შეიცვალა.

მიღებაზე მიწვეული სტუმრების წინაშე ქართული ხალხური სიმღერების რეპერტუარით წარსდგნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ანსამბლი „სულიკო“ და ლიეტუველი ოპერის ვარსკვლავი ნომედა კაზლაუსი. აღნიშნული ღონისძიებით ასევე დასრულდა „საქართველოს კულტურის გაზაფხული 2019“ ფესტივალი, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

ხათუნა სალუქვაძე ლიეტუვის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებდა და საქმიანობა 1 აპრილს დაასრულა. ელჩმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა ლიეტუვის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერ-მინისტრთან საულიუს სკვერნელისთან და სეიმის თავმჯდომარესთან ვიქტორას პრანცკიეტისთან.

ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ ხათუნა სალუქვაძეს მადლობა გადუხადა ლიეტუვაში ნაყოფიერი და წარმატებულის საქმიანობისათვის და აღნიშნა, რომ უკანასკნელ წლებში საქართველოსა და ლიეტუვას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაღრმავდა და გაფართოვდა ყველა მიმართულებით. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში ისტორიული მნიშვნელობის ფაქტად დარჩება ქართულ და ლიეტუვურ ენებში ორი ქვეყნის აუთენტური სახელწოდებების დამკვიდრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები. დალია გრიბაუსკიატემ ასევე დააფიქსირა, რომ ლიეტუვა კვლავაც იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ ქვეყნად და გააგრძელებს საქართველოს ხელშეწყობას ამ მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურებულ მაღალი დონის ვიზიტებსა და პოლიტიკურ დიალოგს, ასევე იმ დადებით ტენდენციებს, რაც სახეზეა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ტურიზმის ზრდის, განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების თვალსაზრისით.

სეიმის თავმჯდომარემ ვიქტორას პრანცკიეტისმა საქართველოს ელჩთან შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღნიშნა უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა ყველა მიმართულებით. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთქმედებაზე, რაც ბოლო წლების მანძილზე კიდევ უფრო გაღრმავდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის