logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ
12:19 01.04.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას საპარლამენტო უმრავლესობის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა და კანონპროექტის ძირითადი პრინციპები გააცნეს.

„ჩვენ მივმართეთ ვენეციის კომისიას, რომ შეეფასებინა ის საკანონმდებლო ინიციატივა, რაც საპარლამენტო უმრავლესობას აქვს უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩამოსულია ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაცია. ჩვენ მათ გავაცანით ის ოთხი ძირითადი პრინციპი, რაზეც საზოგადოებას ჰქონდა მოთხოვნა და რაც გათვალისწინებულია ჩვენს კანონპროექტში. კერძოდ, პირველი - პროცესში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც მოსამართლე წევრებს, ასევე იურისტებს, რომლებიც სისტემის გარეთ არიან; მეორე - სიის შედგენის პროცესი და პარლამენტში წარმოდგენის პროცესი არის გამჭვირვალე და თითოეული შეფასება კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით არის ხელმისაწვდომი; მესამე - პარლამენტში კანდიდატები განიხილებიან, პრაქტიკულად, ამერიკის კონგრესის სტანდარტით - ღიად, კანდიდატები კომიტეტზე დასმულ ყველა შეკითხვას პასუხობენ და მეოთხე - კენჭისყრა მოხდება ინდივიდუალურად თითოეულ კანდიდატურასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პარლამენტი არ არის ვალდებული ყველა წარმოდგენილი კანდიდატი დაამტკიცოს. პარლამენტი ამტკიცებს იმ კანდიდატებს, ვისაც ენდობა და ვისაც თვლის, რომ ისინი არიან ყველაზე შესაბამისი ადამიანები უზენაესი სასამართლოსთვის“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, სწორედ, საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა იყო, რომ კანონპროექტი შეეფასებინა ვენეციის კომისიას, რადგან გამოირიცხოს ყველანაირი სუბიექტური კითხვა და პოლიტიკური სპეკულაციები ამ პროექტთან დაკავშირებით.

„უახლოეს პერიოდში ჩვენ ველოდებით რეკომენდაციებს და დასკვნებს ვენეციის კომისიის მხრიდან. მათ გვითხრეს, რომ შეეცდებიან, რაც შეიძლება მოკლე ვადებში წარმოადგინონ შეფასებები. ბუნებრივია, როდესაც წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დასკვნა, ჩვენ ამას განვიხილავთ ყურადღებით და ყველა რეკომენდაციას, რომელიც კონსტიტუციასთან იქნება შესაბამისობაში, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, ასევე: მამუკა მდინარაძემ, ანრი ოხანაშვილმა, რატი იონათამიშვილმა და დავით მათიკაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის