logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძემ საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმი გახსნა
ირაკლი კობახიძემ საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმი გახსნა
12:19 30.03.2019
„გამოვიყენოთ ეს ფორუმი, როგორც პირველი სერიოზული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის კომერციული საქმიანობის წასახალისებლად. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის წელს დაგეგმილი საინაუგურაციო სხდომა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმის გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორისა და სატრანსპორტო სფეროს საკვანძო სუბიექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიზანი ჩვენი ქვეყნის, როგორც ლოგისტიკური ცენტრისა და რეგიონში კომერციული საქმიანობის ცენტრის გაძლიერებაა.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს ჩვენს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო და ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ძირითადი პრიორიტეტი ადგილობრივი და უცხოური ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობაა. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ტურიზმზე, როგორც საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდ დარგზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანასა და სერბეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით, დიდი აუთვისებელი პოტენციალი არსებობს.

მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლა ხელს უწყობს ხალხთაშორის კავშირსა და ბიზნესებს შორის თანამშრომლობას.

საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს მასპინძელი ქვეყნის შრომის, დასაქმების, ვეტერანთა და სოციალურ საკითხთა მინისტრმა, ზორან დორდევიჩმა, ენერგეტიკისა და სამთო მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრ ანტიჩმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სერბეთის რესპუბლიკაში, იოსებ ნანობაშვილმა.

დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსულს, დრაგან შაგოვნოვიჩს საკონსულო პატენტი გადასცა.

ბიზნესფორუმის გახსნაზე სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ და სერბეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიებას სერბეთის ბიზნეს განვითარების სააგენტოსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის