logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
თემურ მურღულია: რაც უფრო წინ მიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროგრესი, უფრო მეტად ცხარდებიან ამ ისტორიული პროექტის მოწინააღმდეგენი
თემურ მურღულია: რაც უფრო წინ მიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროგრესი, უფრო მეტად ცხარდებიან ამ ისტორიული პროექტის მოწინააღმდეგენი
18:06 29.03.2019
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგა შუშანიას განცხადებებს პასუხობს.

"რაც უფრო წინ მიდის ამ უნივერსიტეტის პროგრესი, უფრო მეტად ცხარდებიან ამ ისტორიული პროექტის მოწინააღმდეგენი. არ მიკვირს, რომ პერიოდულად ეს ტალღა გორდება და ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ახლა ამბობენ, რომ ტექნოლოგიური თითქოს არ იქნება 60 ათასიანი. ვაცხადებ, რომ როგორც კი უნივერსიტეტი 15-ათასიან ნიშნულს მიუახლოვდება, გაფართოების რესურსიც არის და უნივერსიტეტის ზრდა არ შეჩერდება.

პირველივე წელს ვიწყებთ 2 ათასის აკადემიური სიმძლავრით და მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ბევრია. თუ ვინმე თვლის რომ პირველივე წელს შეიძლება უნივერსიტეტმა მიიღოს თუნდაც 15 ათასი ბავშვი ეს არის არასერიოზული მიდგომა",- აცხადებს თემურ მურღულია.

მისი თქმით, უნივერსიტეტი იქნება ძალიან მაღალი კლასის და ამ საქმეში მთავარი პარტნიორი იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დაეხმარება, იქცეს ევროპული დონის სასწავლებლად.

,,ტექნოლოგიურში იქნება ძალიან მკაცრი გამოცდები, ეს უნივერსიტეტი იქნება ძალიან მაღალი კლასის, მე ამ წუთასაც ბრიუსელში ვარ, ვხვდები "მაიკროსოფტს", რომელიც შესაძლოა გახდეს ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორი ბევრ სხვა პარტნიორთან ერთად. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის მიუნხენის ტექნოლოგიური, რომელიც გვეხმარება ქუთაისის ტექნოლოგიური ვაქციოთ ევროპული დონის უნივერსიტეტად. უნივერისტეტი იზრდება, შენდება, ვითარდება და იმ ხალხს, რომელიც 6 თვის წინაც იძახდა _ უნივერსიტეტი ტყუილია და ფარსიაო ეს რა თქმა უნდა არ უხარია. რამდენი ტყუილიც არ უნდა გაავრცელონ ფაქტი სახეზეა, უნივერსიტეტი შენდება, სტუდენტებს მიიღებს, განვითარდება და ეტაბობრივად გავა სრულ დატვირთვაზე",- აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქუთაისისთვის დაპირებული საუნივერსიტეტო ქალაქის ნაცვლად მხოლოდ 3 ათას სტუდენტზე გათვლილ უნივერსიტეტის მშენებლობა იგეგმება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის