logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს - „ხალხს კი ატყუებთ, მაგრამ  თქვენ გისმენენ პროფესიონალი დემოგრაფებიც“
დიმიტრი ხუნდაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს - „ხალხს კი ატყუებთ, მაგრამ თქვენ გისმენენ პროფესიონალი დემოგრაფებიც“
17:07 29.03.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე, დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს და ოპონენტს სიცრუეში ადანაშაულებს.

მისი თქმით, დემოგრაფიული პრობლემების გამწვავება ქვეყანაში იმ დემოგრაფიული თაობის შედეგია, რომლებიც 90-იან წლებში განახევრებული რაოდენობით დაიბადნენ. იმ წლებში მხოლოდ დაბადებულ გოგონათა რაოდენობა 250 000-ით შემცირდა. დღეს სწორედ ეს თაობა შედის რეპროდუქციულ ასაკში.

"გასაგებია ის, რომ ჩვენს ოპონენტებს წინასაარჩევნოდ სჭირდებათ ეროვნული თემები ხალხის გულის მოსაგებად, მაგრამ ამისთვის ტყუილი არ არის საჭირო. პრობლემა იმდენად დიდია, რომ ბოლო 6 წლის მანძილზე ჩვენს მიერ დემოგრაფიული კუთხით გაკეთებული საქმეებიც კი არ არის საკმარისი. დიახ, გაეროს მიერ 2010 წელს გაკეთებული პროგნოზი რეალურია და ეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს თავის დროზე უნდა გაეგოთ. იმის მაგივრად, რომ ქვეყანას ბოდიში მოუხადონ თავიანთი უმოქმედობის გამო, ამ პრობლემებში ჩვენ გვადანაშაულებენ.

გაერომ სწორედ მათ მისცა რეკომენდაცია, რომ სასწრაფოდ განეხორციელებინათ დემოგრაფიული პოლიტიკა, სხვა შემთხვევაში დემოგრაფიული კრიზისი გარდაუვალი იყო. მათ არაფერი გააკეთეს, ჩვენ კი მოსვლის პირველივე დღეებიდანვე დავიწყეთ სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. პირველი ხელისუფლება ვართ, ვინც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დახარჯა მხოლოდ დემოგრაფიული მიმართულებით და გარკვეული შედეგებიც სახეზე გვაქვს: შემცირდა მოკვდაობა და აბორტების რაოდენობა, 2014-15 წლებში გაიზარდა შობადობა, თუმცა დღეს ისევ კლებაშია გარკვეული მიზეზების გამო. ამ კუთხით მუშაობას ვაგრძელებთ, მაგრამ სამწუხაროდ, წარსულს უკან ვეღარ დავაბრუნებთ. ჩვენს მიერ დღეს განხორციელებული ინიციატივები შედეგს მხოლოდ ერთი დემოგრაფიული თაობის, ანუ 25 წლის შემდეგ მოგვცემს. 2030 წლამდე კი შობადობის გარდაუვალი კლების რეჟიმში მოგვიწევს ცხოვრება.

ასე, რომ ამ ხნის მანძილზე ყველა ოპონენტს მსხვილი პრობლემური თემა ექნება ხელისუფლების ნეგატივის შესაქმნელად. ისინი მხოლოდ საუბრობენ და არაფერს აკეთებენ. ჩვენ კი ვაკეთებთ და ამაზე არ ვყვირით. მათგან განსხვავებით, ჩვენ ამ თემით პიარს არ ვიკეთებთ. ვიცით, რომ წლების შემდეგ ჩვენი ნაშრომი შედეგს გამოიღებს, შემდგომი თაობა აუცილებლად აღიარებს, რომ "ქართული ოცნება" იყო ის პარტია, რომელმაც სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე საფუძველი დაუდო ერის გენოფონდის გადარჩენას.

მივმართავ ჩვენს ოპონენტებს, ხალხს კი ატყუებთ, მაგრამ თქვენ გისმენენ პროფესიონალი დემოგრაფებიც. ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის