ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველო ინტენსიურად უახლოვდება ევროატლანტიკურ სტრუქტურებს და სიცრუეა ოპოზიციის განცხადებები, რომ საქართველო გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან
ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველო ინტენსიურად უახლოვდება ევროატლანტიკურ სტრუქტურებს და სიცრუეა ოპოზიციის განცხადებები, რომ საქართველო გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან
00:51 29.03.2019
„ტყუილია იმის თქმა, რომ საქართველო გაქრა საერთაშორისო რადარებიდან - ეს ნიშნავს რომ სხვა ქვეყანაში ვიმყოფებით. ნატოს წვრთნები ჩატარდა, რაც არის უპრეცედენტო შემთხვევა და მთელი სერიოზულობით უნდა განვიხილოთ, ვინაიდან ასეთი სახის სწავლებები ტარდება, თუმცა ის ფაქტი, რომ საქართველო იყო მასპინძელი და წამყვანი ამ ღონისძიების ეს არის უპრეცედენტო"-ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.

"ამას გარდა, ნატოს გენერალური მდივნის, სტოლტენბერგის ვიზიტი, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი - ძალიან მაღალი შეფასება, რაც ამ სწავლებას მოჰყვა, სწავლების ფორმატი - ნატო ასე უბრალოდ ასეთ რამეს არ აკეთებს. მას უნდა ჰქონდეს მასპინძელი ქვეყნის ნდობა, უნდა იყოს დარწმუნებული მასპინძლის და ამ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ძალიან მაღალ პროფესიონალიზმში, რადგან ამ ნდობას სჭირდება გამართლება. ამას ემატება გაგრძელება რაც მოჰყვა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში და საქართველო-ნატოს კომისიის კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა, სადაც დაიგეგმა კიდევ ახალი პერსპექტივები. ეს ყველა მესიჯი არის საკმაოდ სერიოზული და წინ გადადგმული კარგი ნაბიჯი, რათა მოხდეს დაახლოება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან.

ასე რომ, არათუ გავქრით, არამედ პირიქით, ძალიან დიდი ინტერესი არის ჩვენ მიმართ და ასეთი ინტერესის გამოჩენა არ ხდება ისე, თუ თვითონ დასავლელი პარტნიორები არ იჩენენ სერიოზულო დამოკიდებულებას და ვერ ხედავენ პერსპექტივას. ასე რომ ეს არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი. ასე რომ არათუ გაქრობა ხდება, კიდევ უფრო უახლოვდება საქართველო ეტაპობრივად და ინტენსიურად ევროატლანტიკურ სტრუქტურებს"-აცხადებს ექსპერტი.


ბეჭდვა