logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საქართველოს ელჩი ბელფასტს ეწვია
დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში საქართველოს ელჩი ბელფასტს ეწვია
13:24 23.03.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, თამარ ბერუჩაშვილისა და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის , ეკატერინე კოკაიას პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში, ქ. ბელფასტში 20-23 მარტს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან, ეს იყო საქართველოს ელჩის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ვიზიტის მთავარი მიზანს ჩრდილოეთ ირლანდიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ბიზნეს და კულტურულ წრეებთან ურთიერთობების დამყარება და შემდგომი განვითარება იყო. ასევე აღმასრულებელ და საკანონმდებლო სტრუქტურებთან საქართველოს წარმატებული რეფორმებისა და რუსული ოკუპაციის გამოწვევების გაცნობა და საინვესტიციო კლიმატის პრეზენტაცია.

ქ. ბელფასტში ვიზიტის ფარგლებში, „სტორმონტის ციხესიმაგრეში“ (მთავრობის ადმინისტრაცია) საქართველოს ელჩი, თამარ ბერუჩაშვილი ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობაში საერთაშორისო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის დირექტორს, ენდრიუ მაკკორმიკს, ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს, დეიდრე გრიფიტს და მთავრობის აღმასრულებელი და მრჩეველთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ნეილ ჯექსონს შეხვდა.

შეხვედრებზე საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ჩრდილოეთის ირლანდიის მთავრობის წარმომადგენლებმა გამოხატეს სრული მზაობა საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თაობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეაში (პარლამენტში) არ ტარდება სხდომები, გაიმართა ელჩის გაფართოებული შეხვედრა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, საიმონ ბაროუსთან და პარლამენტარების მრავალპარტიულ ჯგუფთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტებს შორის კომპეტენციის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბების შესაძლებლობები. პარლამენტარების მხრიდან ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და საპარლამენტო ზედამხედველობის კუთხით გამოცდილების გაზიარების თაობაზე.

თავის მოხსენებაში საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, წარმატებებზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. თამარ ბერუჩაშვილმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების და ბიზნეს კავშირების დამყარების მიზნით, თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა ჩრდილოეთ ირლანდიის ეკონომიკის სამინისტროს, Northern Ireland Cooperation Overseas ((NI-CO)-ს და InvestNI-ის წარმომადგენლებს, კერძოდ, ჩრდილოეთ ირლანდიის ეკონომიკის სამინისტროს ევროკავშირიდან გასვლის, ვაჭრობისა და მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორს, ვიქტორ დუკელოუს; NI-CO-ს აღმასრულებელ დირექტორს, გრემი მაკკემონს და InvestNI-ს ხელმძღვანელებს ვაჭრობისა და საინვესტიციო საკითხებში ნაიჯელ სანდს და ქის ჩალმერს.

შეხვედრებზე ასევე საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ბიზნეს კომპანიების დაკავშირების, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმის გაფორმების, ასევე მაღალი ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კუთხით ჩრდილოეთ ირლანდიის გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილეს.

თავის პრეზენტაციაში თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ ბიზნეს გარემოსა და ქვეყნის, როგორც სტრატეგიული რეგიონული ჰაბის, უდიდესს სავაჭრო და სატრანზიტო პოტენციალზე. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილს საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში.

საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაიმართა ელჩის შეხვედრები Ulster University-ს გლობალური ურთიერთობების მიმართულების ვიცე კანცლერთან, იან მონტგომერისთან და Queens University Belfast-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ნუალა ქორთან. შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის და გაცვლით პროგრამებში სტუდენტების მონაწილეობის პერსპექტივები, ასევე უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში საქართველოსთან ახალი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ Ulster University-ის საერთაშორისო კონფლიქტის კვლევების ინსტიტუტს (INCORE) გააჩნია გამოცდილება Erasmus+ PESTUGE-ის პროექტის ფარგლებში საქართველოს 5 უნივერსიტეტთან.

ქ. ბელფასტში ელჩის თამარ ბერუჩაშვილის ვიზიტის მიზანს ასევე წარმოადგენდა საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის კულტურული და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავება. ამ კონტექსტში თამარ ბერუჩაშვილი ასევე შეხვდა ჩრდილოეთ ირლანდიის ხელოვნების საბჭოს (Arts Council) წარმომადგენლებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელოვნებო და კულტურის სფეროში მომავალი თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და სხვადასხვა ღონისძიებებსა და ფესტივალებში მონაწილეობის საკითხებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა