logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ყაზახეთში საქართველოს ელჩი მანგისტაუს ოლქს ეწვია
ყაზახეთში საქართველოს ელჩი მანგისტაუს ოლქს ეწვია
13:20 23.03.2019
ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზურაბ აბაშიძე მანგისტაუს ოლქს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი შეხვდა მანგისტაუს ოლქის აკიმს (გუბერნატორი), ერალი ტუგჟანოვს. შეხვედრის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში განიხილეს.

ამასთან, ყაზახურ მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიულ ადგილმდებარეობის, ლიბერალური საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმების, გამარტივებული საგადასახადო სისტემის და საბაჟო ადმინისტრირების შესახებ.

აღინიშნა, რომ ყაზახეთს საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს. ხაზი გაესვა 2016 წელს ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობას მანგისტაუს ოლქსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის.

ყაზახეთის მხარემ გამოხატა დაინტერესება გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება ტურიზმის განვითარების სფეროში. ამ მიზნით, ქართულმა მხარემ ერალი ტუგჟანოვი მოიწვია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით.

შეხვედრაზე ასევე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკიდან ვიზიტორების რიცხვის მნიშვნელოვანი ზრდა, ამ მხრივ ხაზი გაესვა, რომ 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყაზახი ტურისტების რიცხვი 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 24,8%-ით გაიზარდა.

საგარეო უწყების ცნობით, მანგისტაუს ოლქში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ზურაბ აბაშიძის შეხვედრა „ქართული კულტურული ცენტრის“ წარმომადგენლებთან. ელჩმა ქართულ დიასპორას ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ყაზახეთის შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ დიასპორას დიდი როლი ენიჭება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, კულტურულ–ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარებაში და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარებაში.

აღსანიშნავია, რომ მანგისტაუს ოლქი წარმოადგენს ყაზახეთის რესპუბლიკის სატრანზიტო რეგიონალურ ჰაბს, სადაც განთავსებულია „აქტაუს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი“, საზღვაო პორტი „კურიკი“ და ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტები. მანგისტაუს ოლქში მოქმედებს 27 საწარმო ქართული კაპიტალის თანამონაწილეობით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის