logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კობახიძე: რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული ორგანიზაციაა
კობახიძე: რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული ორგანიზაციაა
17:19 22.03.2019
"ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის სუსტი, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ, ბუნებრივია, პოლიტიკურად ნეიტრალური და მათ ნეიტრალურად უნდა გააშუქონ ის მოვლენები, დააკვირდნენ იმ მოვლენებს, რომელიც წარიმართება პოლიტიკურ სივრცეში",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებებს.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" გონგოებია და ისინი დღეს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ოპონენტები არიან.

"ეს არის ყოფილი გონგოები, "ნაციონალური მოძრაობის" გონგოები, რომლებიც, მას შემდეგ, რაც წააგეს მათ არჩევნები, გადავიდნენ ოპოზიციაში და დღეს გადაიქცნენ გონგოებად და შესაბამისად, ისინი არიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დღევანდელ დღეს. ბუნებრივია, ეს არ არის სწორი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის სუსტი, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ, ბუნებრივია, პოლიტიკურად ნეიტრალური და მათ ნეიტრალურად უნდა გააშუქონ ის მოვლენები, დააკვირდნენ იმ მოვლენებს, რომელიც წარიმართება პოლიტიკურ სივრცეში. რატომ მოხდა მათი ლუსტრაცია მაინც და მაინც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ეს არ ვიცი. როგორც ჩანს, "ნაცმოძრაობამ" ჩათვალა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ის არჩევნები იყო, სადაც მათ შეეძლოთ მოგება. ამიტომ ყველა რესურსის ლუსტრირება მოხდა, თუმცა ხედავთ, რომ "ნაცმოძრაობას გამარჯვება ამანაც არ მოუტანა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია კონკრეტულ ორგანიზაციებზე. მისივე თქმით, უმჯობესია, მსგავსი განცხადებების გაკეთების ნაცვლად, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საგნობრივად ისაუბროს.

"ნაცვლად ასეთი განცხადებებისა რაც მოვისმინეთ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, საუბარი კონკრეტულ ორგანიზაციებზეა, ბუნებრივია, ყველა ორგანიზაციას შეურაცხყოფას ვერ მივაყენებთ. ნაცვლად ასეთი განცხადებებისა, ბუნებრივია, უმჯობესია, მათ საგნობრივად ისაუბრონ და მაგალითად, გაიმართლონ თავი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გადაეფარნენ ნიკა გვარამიას ბოლშევიკურ განცხადებას. ამაზე პასუხი დღემდე არავის მოგვისმენია. ნიკა გვარამიას ბოლშევიკური განცხადება ჰქონდა, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იყო ბოლშევიკური განცხადება და არასამთავრობო ორგანიზაციები ამას გადაეფარნენ. უფრო მეტიც, დაიწყეს მისი გამართლება საარჩევნო პერიოდში, როცა მათი ფუნქცია არის სწორედ ასეთ განცხადებებზე რეაგირება. საგნობრივი პასუხი დღეს ამაზე არ მოგვისმენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რამდენიმე ორგანიზაცია არის რეალურად არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ არის ყოფილი გონგო, დღევანდელი ოპოგონგო. ანუ, არის კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული და ასოცირებული ორგანიზაცია. ეს ეხება მხოლოდ რამდენიმე გაერთიანებას",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა