logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მდინარაძე მიიჩნევს, რომ ბესელიას მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე სუბიექტური ინტერესები აქვს
მდინარაძე მიიჩნევს, რომ ბესელიას მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე სუბიექტური ინტერესები აქვს
16:12 18.03.2019
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით სუბიექტური ინტერესები აქვს.

ეკა ბესელიამ და მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იკამათეს, სადაც მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ.

ურთიერთკამათისას სუბიექტურ ინტერესებთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის რეპლიკა ეკა ბესელიამ გააპროტესტა და განაცხადა, რომ მდინარაძეს თავად აქვს ოჯახური ბიზნესი სასამართლოში.

"რომელი სუბიექტური ინტერესი მაქვს? სუბიექტური, ოჯახური ბიზნესი შენ გაქვს სასამართლოში, დაწყებული სააკაშვილის დროიდან დღემდე. სააკაშვილის დროიდან გქონდა დალაგებული იქ ურთიერთობები და ახლა შენ როგორ ლაპარაკობ სუბიექტურ ინტერესებზე", – მიმართა მდინარაძეს ეკა ბესელიამ.

ამის პასუხად მდინარაძემ ბესელიას მოუწოდა საზოგადოების მოსატყუებლად ყველაფერს ნუ იკადრებს. მისი თქმით, როდესაც პროკურატურაში შედიოდა, იქ ეკა ბესელია ხვდებოდა და ამის ფონზე არ შეიძლება საუბარი, რომ მას ჰქონდა დალაგებული რამე სახის ურთიერთობა.

"რა მქონდა დალაგებული, პროკურატურაში ვერ შევდიოდი და რომ შევდიოდი, იქ მხვდებოდი ხოლმე და მე მქონდა დალაგებული, მე მელაპარაკები მაგას, სულ გადაირიეთ?

სიმართლეს რომ იტყვის ადამიანი, არ უნდა აღელდეთ და რომ აღელდებით, ე.ი. ცოტა გტკივათ ეს სიმართლე. რაც არ მოგეწონებათ, სიტყვა შემაწყვეტინეთ", – მიმართა ბესელიას მდინარაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დილიდან მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის