logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: მთავრობის აქტივობას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ კონკრეტული შედეგები უკვე მოჰყვა
დავით ზალკალიანი: მთავრობის აქტივობას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ კონკრეტული შედეგები უკვე მოჰყვა
19:19 14.03.2019
„პარლამენტის მიერ მიღებული კონცეფციის შესაბამისად, „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში“ ხვდებიან ის პირები, რომლებიც მხილებულნი არიან დანაშაულში. ეს არის ერთგვარი ცოცხალი დოკუმენტი და ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშირებით ტრაგიკულ ფაქტზე, თუ გამოძიების შედეგად გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაული და ეს მოხვდება იმ კრიტერიუმებში, რაც იყო მიღებული ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დადგენისას, დამნაშავეები ბუნებრივია ამ სიაში მოხვდებიან“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა დღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტში გამართული მოსმენისას.

მინისტრის განმარტებით, საგარეო უწყება ინტენსიურად მუშაობდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესების თემაზე, რასაც კონკრეტული შედეგები უკვე მოჰყვა, მათ შორის, აღსანიშნავია ლიეტუვის რესპუბლიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სიაში შესულ პირებზე ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული სანქციების დაწესების შესახებ; ევროპარლამენტარების მოწოდება წევრი სახელმწიფოებისთვის, შემზღუდავი ზომები დაუწესონ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ მყოფ პირებს; ირლანდიის რესპუბლიკის სენატის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, რა დროსაც სენატმა ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, მიიღოს შემზღუდავი ზომები სიაში შემავალი პირების წინააღმდეგ და აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული აქტი (US Georgia Support Act), სადაც დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობები.

მინისტრის თქმით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ პირველად მოხვდა ეუთოს დოკუმენტებში, სადაც ხაზგასმულია სიცოცხლის ხელყოფის ფაქტების მიუღებლობა და აღნიშნულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს მასზე. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ ყურადღება არის გამახვილებული ევროპის საბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშში და ამ ანგარიშთან დაკავშირებით ევროკავშირის მეირ გავრცელებულ განცხადებაში. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და კვლავაც გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის