logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სოზარ სუბარი: მამუკა ხაზარაძეს უნდა რაც შეიძლება შორს უნდა წაგვიყვანოს მთავარი თემიდან და შემდეგ აქეთ გვამუნათოს
სოზარ სუბარი: მამუკა ხაზარაძეს უნდა რაც შეიძლება შორს უნდა წაგვიყვანოს მთავარი თემიდან და შემდეგ აქეთ გვამუნათოს
18:38 11.03.2019
„თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით მუდმივად მიდის გადაფარვის მცდელობები, რომ არავინ ილაპარაკოს საქმეზე და ვილაპარაკოთ რაღაც შემოგდებულ თემებზე“ - განაცხადა ტვ პირველის დღის ამბებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა.

მისი თქმით „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში თავად მამუკა ხაზარაძეც ამბობს, რომ გადაფარვის მცდელობა მიდის.

„რასაც მე ვამბობ იმას ამბობს, ანუ თვითონ აგდებს რაღაც თემებს, რომლითაც რაც შეიძლება შორს უნდა წაგვიყვანოს მთავარი თემიდან და შემდეგ აქეთ გვამუნათებს” - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ტვ „პირველის“ ეთერში მთავარი თემა სწორედ წერილი იყო, შემდეგ რატომღაც აღმოჩნდა, რომ მამუკა ხაზარაძისთვის მანამდე, უფრო ადრეც მისმა ადვოკატმა კორძაძემ თქვა, რომ ეს არ იყო მისთვის მომგებიანი თემა. “რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა განათლების სისტემის ახლებური ხედვა, რომელსაც კანონის ძალა ექნება. იმავე დღეს, როდესაც ეს დაანონსდა, თქვენთან მოსულ არცერთ სტუმარს ჩვენი გუნდიდან არ მიეცით საშუალება ერთი სიტყვა მაინც ეთქვათ.... ალაპარაკებინედით მხოლოდ ამ წერილზე და ეხლა თქვენ მეუბნებით, რომ უმრავლესობის წევრები მხოლოდ წერილზე ლაპარაკობდნენ და არ ლაპარაკობდნენ საქმეზე” - განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარი უმცირესობის დეპუტატ რომან გოცირიძესაც პასუხობს და აცხადებს, რომ ერთი მხრივ არალოგიკურია საგამოძიებო კომისიის შექმნა გინდოდეს, და მეორეს მხრივ ამბობდე რომ კითხვები არ დაისვას.

„თუ საგამოძიებო კომისია იქნება ე.ი კითხვებიც უნდა დაისვას და ეს კითხვები იქნება ხშირად ძლიან მძაფრი. არის ეჭვები. არის მათ შორის კითხვები, რომელსაც ეთანხმებიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ეს არის ის, რის გამოც მათ დააკისრა ეროვნულმა ბანკმა ჯარიმა და ისინი კვალიფიკაციებში დაობენ ძირითადად. ისინი ამბობენ, ჩვენ კანონი დავარღვიეთ, არასწორად მოვიქეცით, მაგრამ ეს არ არის ფულის გათეთრება. გათეთრება - არ გათეთრება ეს არ არის ეროვნული ბანკის თემა, ეს არის საგამოძიებო ორგანოს თემა და ისინი დაადგენენ, იყო გათეთრება, თუ არ იყო, რამე უფრო სერიოზული იყო თუ საერთოდ არაფერი არ იყო. აქ რომ რამე პოლიტიკური და შურისძიების შემადგენელი ყოფილიყო, ყველაფერი მოხდებოდა ისე, როგორც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, როცა ერთ დღეში ხდებოდა საქმის აღძვრა, თუ გამოძიების დაწყება, როგორც ჰქვია დღეს ამ პროცესს, ბრალის წარდგენაც, ბრალდებულის დაკავებაც და რამდენიმე დღეში სასამართლო განაჩენსაც ააფარებდნენ სახეზე“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ხაზარაძეს ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი.

„დანაშაული დაინახა პროკურატურამ, მაგრამ კონკრეტული ბრალი ჯერ არავის არ აქვს წარდგენილი, იმიტომ რომ ამას თავისი პროცესი და მტკიცებულებები აქვს. შესაბამისად, ვის წარედგინება ბრალი და რა იქნება ის ბრალი ამას დრო და მოვლენები აჩვენებს. მე, საქმის ძიების მასალებში ნამდვილად არ ვარ ჩახედული იმ, საჯარო ინფორმაციის გარდა, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით გავქვს ყველა ჩვენთაგანს“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის