თამარ ჩუგოშვილი შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
თამარ ჩუგოშვილი შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
11:45 09.03.2019
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით გაწეული დახმარება და არსებული შედეგები მიმოიხილეს. ამასთან ერთად, აღინიშნა, რომ შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს განვითარების პროგრამის მეშვეობით, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის - ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე, მნიშვნელოვან დახმარებას უწევს.

შეხვედრაზე მხარეებმა დამატებითი სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტომ, ბოლო წლებში მიღწეული პოზიტიური შედეგების პასუხად, დამატებითი დახმარების გამოყოფაზე მზაობა განაცხადა.

„ეს არის კარგი მაჩვენებელი იმის, რომ ის რეფორმები რომლებიც ხორციელდება პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, იძლევა შედეგებს და შესაბამისად დამატებით სტიმულს აძლევს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენი საქმიანობის მიმართ, დაფინანსება და მხარდაჭერა გაზარდონ“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ბეჭდვა