logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
საქართველოს პარლამენტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა გაიხსნა
საქართველოს პარლამენტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი და მემორიალური დაფა გაიხსნა
17:33 07.03.2019
„ყველას გვახსოვს ის ტკივილი, რომელიც დაკავშირებულია როგორც აფხაზეთის დაკარგვასთან, ასევე, ჟიული შარტავას გმირულად დაღუპვასთან. ეს ადამიანი დღემდე გმირობის მაგალითს გვაძლევს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზისა და მემორიალური დაფის გახსნაზე განაცხადა.

მემორიალური დაფა და დარბაზი საქართველოს პარლამენტის სასახლეში ირაკლი კობახიძემ ჟიული შარტავას ოჯახის წევრებთან ერთად გახსნა და საქართველოს ეროვნული გმირის თავდადების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჟიული შარტავას სახელობის დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ახალი დატვირთვა მიენიჭება.

„მოხარულები ვართ, რომ ამ სივრცეს ჟიული შარტავას სახელი ეწოდება. მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ დაგეგმილია ამ სივრცის რეაბილიტაცია, ამ სივრცეს მიენიჭება ახალი დატვირთვა და სტუმრებს ექნებათ საშუალება, რომ ყოველდღიურად გაიხსენონ ბატონი ჟიული შარტავას სახელი, როდესაც მობრძანდებიან ამ სივრცეში.

ჟიული შარტავას სახელი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს თითოეულ ჩვენგანს, რომ ჩვენი ქვეყანა საჭიროებს ჩვენს თავდადებას და ჩვენი საქმიანობის თითოეული დღე უნდა იყოს გამსჭვალული ამ სულისკვეთებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.

საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის დარბაზისა და მემორიალური დაფის გახსნას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ჟიული შარტავას ოჯახის წევრები დაესწრნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა