logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ეკა ბესელია: დარწმუნებული ვარ, ჩვენს კანონპროექტს კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება
ეკა ბესელია: დარწმუნებული ვარ, ჩვენს კანონპროექტს კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება
17:01 07.03.2019
„ჩვენ მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელსაც ხელს აწერს პარლამენტის 13 დეპუტატი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი ეყოლება მას და საბოლოოდ იმდენი, რომ პარლამენტმა მიიღოს სწორედ ის კანონპროექტი, რომელიც იქნება იმის გარანტი, რომ საქართველოში იქნება გამართული სასამართლო სისტემა, იქნება სამართლიანი მართლმსაჯულება და დაცული იქნება ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები“,-განაცხადა პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესის ამსახველი კანონპროექტია და უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების არჩევის პროცესს და კრიტერიუმებს ეხება.

„ბოლო პერიოდის მოვლენებმა ცხადყო, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესის მატარებელი გახდა და რომელმაც ძალიან სერიოზული პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია არის სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი და კრიტერიუმები“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე განცხადებით, კანონპროექტის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, პირველ რიგში, არის ღია და საჯარო კონკურსი.

„ყველას შეეძლება მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში, თუ ის აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სტანდარტებს. ეს სტანდარტები და მოთხოვნა გახლავთ: ასაკი - 30 წელი, იურიდიული განათლება და პროფესიული გამოცდილება. ეს არის ძირითადი გარემოებები, ანუ ძირითადი მოთხოვნები კანონის და ამავე დროს, ამას ემატება დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, როგორიც არის სპეციალური კითხვარის შევსება, რომელსაც ყველა კანდიდატი უნდა ავსებდეს, როგორც კი ის დაარეგისტრირებს საკუთარ თავს. ეს კითხვარი მოამზადა სამოქალაქო სექტორმა -კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ და ჩვენ გავიზიარეთ მათი შემოთავაზება. ამავე დროს, ამ ინიციატივით, იუსტიციის საბჭოსთვის დადგენილი იქნება კვორუმი და საჭირო იქნება, რომ როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრების მაღალი კვორუმით იყოს შემოთავაზებული ეს სი, ე.წ გრძელი სიის პრინციპი, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭო შეამოწმებს რა კანონით დადგენილ მოთხოვნებთან კანდიდატების მონაცემების შესაბამისობას, ამ სიას წარუდგენს პარლამენტს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე განმარტებით, მთავარი პროცესი დაიწყება პარლამენტში, სადაც შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც არ იქნებიან პარლამენტის წევრები, არამედ იქნებიან სახალხო დამცველის, არასამთვარობო ორგანიზაციების, ადვოკატთა პროფესიული გაერთიანების და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

„ისინი იმუშავებენ სწორედ ამ კანდიდატების დეტალური ინფორმაციის მომზადებაზე, მოგროვებაზე, დამაგრებაზე და შესაბამისი დასკვნების დაწერაზე. ის დაეხმარება პარლამენტს - როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, ასევე ყველა პარლამენტარს, რომ ინფორმაცია იყოს დეტალურად მომზადებული. სამუშაო ჯგუფის შემდეგ უკვე კომიტეტი იწყებს დეტალურად განხილვას თითოეული კანდიდატის. ამის შემდეგ, გაიცემა წერილობით დასაბუთებული რეკომენდაციები და ეს სია გადაეცემა პარლამენტს და პარლამენტი კენჭს უყრის მაღალი კვორუმით. იმისათვის, რომ მოსამართლე არჩეული იქნას უზენაეს სასამართლოში, მას სჭირდება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა“,-აღნიშნა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა.

ეკა ბესელიას განმარტებით, კანონპროექტის ინიციატორები პარლამენტს დამატებით კიდევ ორ კრიტერიუმს სთავაზობენ.

„გარდა იმ მონაცემებისა, რაც ანკეტაშია მითითებული, ჩვენ პარლამენტს ვთავაზობთ დაემატოს კიდევ ორი კრიტერიუმი. ეს გახლავთ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება საქართველოს საქმეებს და ამ საქმეების განმხილველი მოსამართლეები. თუკი არის ისეთი შემთხვევები, სადაც კონვენციის მუხლების დარღვევა დაადგინა ევროპის ადამიანების უფლებათა სასამართლომ - ის მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, როგორც დამატებითი გარემოება. რაც შეეხება მეორე დამატებით გარემოებას - პარლამენტმა 2012 წელს დაადგინა, რომ იყვნენ პოლიტიკური ნიშნით გასამართლებული პირები. ამ პირთა საქმეებზე განაჩენის გამომტანი მოსამართლეებისთვის ეს უნდა იყოს დამაბრკოლებელი გარემოება პარლამენტისთვის, რომ ასეთ მოსამართლეებს არ ჰქონდეთ მხარდაჭერა.

ამ პროექტით ჩვენ პარლამენტს ვთავაზობთ, რომ იყოს ძალიან მაღალი, გამართული, დემოკრატიული, გამჭვირვალე პროცესი და სტანდარტები“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, კანონპროექტი არ არის მხოლოდ ინიციატორების შეხედულებებით მომზადებული, არამედ ეფუძნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას და გამოცდილებას, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კარგ პრაქტიკას და სხვა.

„ჩვენ გავეცანით როგორია ამერიკის შეერთებულ შტატებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის სტანდარტები და პროცესი. ასევე, გავიზიარეთ ჩვენი ადგილობრივი იურიდიული პროფესიის წარმომადგენელების, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, როგორებიც არიან: ევროკავშირი, ევროპის საბჭო, ამერიკის საელჩო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, უშუალოდ მართლმსაჯულების სფეროზე ორიენტირებული პროექტების - USAID და PROLoG-ის, საერთაშორისო ექსპერტების, ადვოკატთა ასოციაციის გამოცდილება. ყველა ეს ადამიანი ჩვენთან ერთად ჩართული ამ კანონპროექტის მომზადების პროცესში“,-განაცხადა ეკა ბესელიამ,

მისივე მოსაზრებით, ეს ინიციატივა შესაძლოა არ მოეწონოთ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, რომელთაც საკუთარი ინტერესები აქვთ ამ პროცესის მიმართ. მან მზადყოფნა გამოთქვა პროექტის ირგვლივ საზოგადოებასთან გაიმართოს კონსულტაციები.

„ამ ინიციატივას მხარს უჭერს და ამ პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდა ყველა ქართული პროფესიული თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლი, რომლებიც მუშაობენ მართლმსაჯულების საკითხებზე და ასევე, ჩვენი ძირითადი საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა რეკომენდაციები იქნა სრულად გაზიარებული ჩვენს მიერ.

მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი თვალს გაუსწორებს საზოგადოების მოთხოვნას, შეხედავს იმ განწყობას და იმ მოთხოვნას, რაც აქვს დღეს საზოგადოებას და მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას - ინიციატივას და კანონპროექტს, რომელიც დღეს, დარწმუნებულ ვარ, გამოხატავს საზოგადოების დიდი უმრავლესობის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და სამოქალაქო საზოგადოების ინტერესს, სურვილს და ლეგიტიმურ მოთხოვნას, რომ ქვეყანაში იყოს გამართული მართლმსაჯულება და არჩეული იყვნენ ღირსეული მოსამართლეები“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის