logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გივი მიქანაძე ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
გივი მიქანაძე ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
17:51 06.03.2019
პარლამენტის აპარატის უფროსის, გივი მიქანაძის ინიციატივით, ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დესისლავა ივანოვასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ბულგარეთის ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის მზარდი დინამიკის შედეგები დადებითად შეაფასეს. აღინიშნა, რომ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გამყარების მიზნით, ბულგარეთის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს, რომელიც 2018 წელს განხორციელდა, პოზიტიური შედეგები მოყვა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი, სოფიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხო ვიზიტი გაიმართება.

საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების ფორმატში, გივი მიქანაძემ ბულგარელ დიპლომატს, პარლამენტის აპარატის ინიციატივა გააცნო, რომელიც ორი ქვეყნის პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას შეეხება. როგორც შეხვედრაზე გივი მიქანაძემ აღნიშნა, თანამშრომლობის მიმართულებების და პერსპექტივების განხილვის მიზნით, მარტის ბოლოს სოფიაში მისი სამუშაო ვიზიტი შედგება, სადაც ბულგარელ კოლეგასთან ერთად ორმხრივ ურთიერთობებზე და ამ კონტექსტში, კონკრეტულ ღონისძიებების თაობაზე იმსჯელებს.

გივი მიქანაძის განცხადებით, ბულგარეთის საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრისას, იგი თავის კოლეგას საერთაშორისო კონფერენციის გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებსაც გააცნობს.

საუბარია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ნატოს წევრი და ასპირანტი სახელმწიფოების პარლამენტების აპარატის უფროსების ფორუმზე, რომლის გამართვაც თბილისში, 9-10 სექტემბერში იგეგმება. დესისლავა ივანოვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის დაწყების ინიციატივას მიესალმა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონფერენციის საკითხებთან დაკავშირებული აქტივობები ქართველ და ბულგარელ დიპლომატებთან კოორდინირებულ პროცესში წარიმართება და ორივე მხარეს სრული ინფორმაცია მიეწოდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის