logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფო ყოველთვის დაიცავს საბანკო სექტორის ინტერესებს
არჩილ თალაკვაძე: სახელმწიფო ყოველთვის დაიცავს საბანკო სექტორის ინტერესებს
17:22 06.03.2019
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძემ პროკურატურას გადასცა, ამობეჭდილი ტექსტია, რომელზეც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არ იკვეთება. 

„ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, თვალს ვადევნებთ თიბისი ბანკის დამფუძნებლებთან დაკავშირებულ საქმეს, სადაც პროკურატურის ინფორმაციით გამოძიება ეხება დიდი ოდენობით ფინანსურ ტრანზაქციებს, რომლის კანონიერებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ვინაიდან მხარეს ანაკლიის პორტის საკითხი მოჰყავს ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად და არის მუდმივი საუბარი, ხომ არ უკავშირდება ეს საქმე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხს, მინდა ხაზგასმით და პირდაპირ განვაცხადო, ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკისა და უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებისთვისაც სახელმწიფო აკეთებდა და გააკეთებს ყველაფერს მიუხედავად იმისა, რა განწყობები და კერძო ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ სხვა და სხვა პირებს ამ პროექტთან დაკავშირებით.

ობიექტურობისთვის, გამოძიების პარალელურად ჩვენ პარლამენტშიც მივეცით ბანკის დაფმუძნებლებს საშუალება, რომ ღიად ესაუბრათ ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ სხდომაზე ჩვენ მოვისმინეთ ღია ბრალდება ასევე, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენელი ბანკის დამფუძნებლებს დაემუქრა და თითქოს არსებობს ამის დამადასტურებელი წერილიც.

ბუნებრივია, ჩვენი პირველი და ლოგიკური მოთხოვნა იყო, ეს წერილი უნდა ყოფილიყო სათანადო წესით წარმოდგენილი.

დღეს უკვე აშკარაა, რომ წერილი, რომელზეც იყო საუბარი, რეალურად არის ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტი ამ მოცემულობით, რომელსაც მთავარი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, თუ ვის გაეგზავნა და ვისგან იყო გამოგზავნილი - არ აქვს. რა უნდა ჩავთვალოთ მთავარ მტკიცებულებად? რეალურად, ჩვენ ვნახეთ ამობეჭდილი ქაღალდის ასლი, რომლის არც ავტორი ჩანს, არც შედგენის თარიღი და არც რაიმე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი ამ მოცემულობით წერილს არ გააჩნია. იმასაც კი არ გვეუბნებიან, თუ ვინ მიუტანა თუნდაც ეს ამობეჭდილი ფურცელი ბანკის დამფუძნებლებს.

ასევე, თუ შინაარსში შევალთ, გაუგებარია საერთოდ რა შუაშია ბატონ ხაზარაძესთან და მის საქმესთან “ტვ პირველი”. რა კავშირი აქვს მას ტელევიზიასთან?! როგორც ვიცით, ხაზარაძე ამ ტელევიზიის არც მფლობელია, არც დირექტორი და არც რაიმე სხვა სახის კავშირი მას არ აქვს ამ ტელევიზიასთან. რა თქმა უნდა გვსურს კითხოთ “ტვ პირველის” ჟურნალისტებსაც აქვს თუ არა რაიმე ბერკეტი ან გავლენა ბატონ ხაზარაძეს მათზე? ვინაიდან ეს წერილი იქნა მოყვანილი მტკიცებულებად და მის შინაარსში კი ასეთ რამეს ვკითხულობთ, საინტერესოა ამაზე ტელევიზიის წარმომადგენლებმაც გვიპასუხონ როგორ ან რა ფორმით უნდა მოეხდინა მათზე ზეგავლენა?

ასევე გაუგებარია, „არტარეა“ს საკითხიც - საერთოდ რა შუაშია პოლიტიკასთან, თუნდაც თეორიულადაც კი რაში შეიძლება უშლიდეს ხელს ხელისუფლებას არხი, რომელიც ყველამ ვიცით რომ კულტურაზე და ხელოვნებაზე აკეთებს გადაცემებს და საჯარო ლექციებს გადმოსცემს.

სახელმწიფო ასევე ყოველთვის დაიცავს საბანკო სექტორის და მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი და სისტემური ბანკის კანონიერ ინტერესებს, როგორიც თიბისი ბანკი. კანონიერი მექანიზმებით უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და აღკვეთს იმ შესაძლო უკანონო ინტერესებსაც, რომელიც მის მიმართ შეიძლება რომელიმე კერძო პირს ჰქონოდა ან ჰქონდეს მომავალში.

დაველოდოთ საქმის სრულყოფილი შესწავლის და გამოძიების შედეგებს და ნურავინ ეცდება ამ პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას“ - განაცხადა თალაკვაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის