logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: ადგილი აქვს ერთი სუბიექტის მიერ პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვების მცდელობას
ანრი ოხანაშვილი: ადგილი აქვს ერთი სუბიექტის მიერ პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვების მცდელობას
15:08 06.03.2019
“სასაცილოა კომუნიკაციების საუკუნეში იმით აპელირება, თითქოსდა ასეთი უსტარის მეშვეობით ხდება ვიღაცის მიმართ ვითომდა მუქარა და ვითომდა შანტაჟი. ეს არის აბსურდი. ყოვლად მიუღებელია რაღაც პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნა იმის გამო რომ თუკი ვიღაცამ გაბედა და განახორციელა აფიორა, რაც, რა თქმა უნდა, გამოძიების საგანია - აქედან გამომდინარე, ეს იღებს შოუს სცენარის სახეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ წერილზე საუბრისას განაცხადა. 

ამ ქვეყანაში აფიორების დრო დასრულდა.  სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს იმას, რომ ყველა პროცედურის დაცვით უნდა მოხდეს სამართალწარმოების განხორციელება.

კომუნიკაციების საუკუნეში ფარატინა ქაღალდზე დაყრდნობით თურმე ასეთი ფორმით წარდგენილ თითქოსდა შანტაჟზე უნდა გამოვიდეთ ჩვენ და ვამტკიცოთ, რომ ვიღაცამ გაბედა თურმე მუქარა და შანტაჟი.

ეს არის აბსურდის თეატრი. შესაბამისად, ყველამ თავი დაანებოს პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნის მცდელობას, პოლიტიკურ პროცესებში ამ პროცესების გადაყვანას, ითანამშრომლოს ყველამ, ვისაც აქვს სურვილი რომ საქმეს მიეცეს მსვლელობა და დადგინდეს ჭეშმარიტება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა არა ფარატინა ქაღალდის ფრიალით, არამედ სამართლადამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფილი იყოს ამ პროცესის ნორმალურ ჭრილში ფუნქციონირება, პოლიტიკური პროცესისგან დაცლა.

მე ვხედავ, რომ ადგილი აქვს ერთი სუბიექტის მიერ პოლიტიკური იმუნიტეტის მოპოვების მცდელობას, იმ შესაძლო აფიორის გამო, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამ საქმეში. ეს ასეა თუ არა, სამართალდამცავი ორგანოს კომპეტენციაა“ - განაცხადა ოხანაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას შს მინისტრმა გაუგზავნა. ამასთან, პროკურატურის განცხადებით, ხაზარაძემ გამოძიებასთან არ ითანამშრომლა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის