საქართველოს ელჩი ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრს შეხვდა
საქართველოს ელჩი ჩეხეთის განათლების, ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრს შეხვდა
13:51 06.03.2019
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მარიამ რაქვიაშვილმა  ჩეხეთის რესპუბლიკის განათლების , ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრთან, რობერტ პლაგასთან შეხვედრა გამართა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას განათლების სფეროში. ასევე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას გაესვა ხაზი. საქართველოს ელჩმა ჩეხეთის მხარეს სასწავლო სტიპენდიებისთვის მადლობა გადაუხადა, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა ყოველ წელს გამოყოფს ქართველი სტუდენტებისთვის.

უწყების ინფორმაციითვე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით მუშაობას გააგრძელებენ.
ბეჭდვა