სოსო მანჯავიძე: როგორც გაირკვა, უსტარი ესე რისხვისა გახარიასი ხაზარაძისა თანა მიწერილი არ არსებობს
სოსო მანჯავიძე: როგორც გაირკვა, უსტარი ესე რისხვისა გახარიასი ხაზარაძისა თანა მიწერილი არ არსებობს
16:36 05.03.2019
საკრებულოს ყოფილი წევრი, სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსეში გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც,  მას შს მინისტრნა, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა. 

„რაღაც უცნაური წერილოფრენია დაგვემართა. ჯერ იყო და, - მამალაძის წერილის საიდუმლოების ამოხსნით ვიყავით დაკავებული მთელი თვე.

ახლა - ახალი საიდუმლოება გვტანჯავს; არსებობს თუ არა გახარიას უსტარი მიწერილი ხაზარაძესა თანა.
როგორც გაირკვა, უსტარი ესე რისხვისა გახარიასი ხაზარაძისა თანა მიწერილი არ არსებობს.

ან როგორ მისწერდა, არ ჩანს გახარია ის კაცი, თავის დასაკლავ დანას თვითონ რომ ალესავს.
მე ის მიკვირს, რამ ათქმევინა ხაზარაძეს ასეთი სულელური ტყუილი, ნუთუ შედეგები ვერ დათვალა?

საქართველოს ნომერ პირველი ბანკირია და, წესით, რისკების თვლა ყველაზე კარგად უნდა იცოდეს.
მაგრამ აქ მეც ვაჭარბებ. წესის და ლოგიკის მოლოდინი ჩვენს სინამდვილეში დიდ გულუბრყვილობაა, - რბილად რომ ვთქვათ“ - წერს მანჯავიძე. 


ბეჭდვა