წულუკიანი: იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ დაგვიბრუნდა, - მხოლოდ პოზიტივს ვხედავ
წულუკიანი: იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ დაგვიბრუნდა, - მხოლოდ პოზიტივს ვხედავ
15:04 05.03.2019
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის შეფასებით, პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება პოზიტიური მოვლენაა. 

„მე ვმსახურობდი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში და მასთან მიმუშავია. ვიცი მისი პოზიციები და მიდგომები. მიუხედავად იმისა, რომ გადადგომის შემდეგ მასთან კონტაქტი არ მქონია, ვფიქრობ, რომ მისი პოზიციები არ შეიცვლებოდა და სწორედ ამან განაპირობა, რომ ის დაბრუნდა. იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ დაგვიბრუნდა, - მხოლოდ პოზიტივს ვხედავ“ - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი,
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. ის პოლიტიკური მდივნის პოზიციაზე გია ვოლსკის შეცვლის. ვოლსკი პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
ბეჭდვა