logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს მოუსმინეს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს მოუსმინეს
09:51 05.03.2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, არაღიარების პოლიტიკა, ჟენევის საერთაშორისო

მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესი, „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატი, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული 2011 წლის შეთანხმება იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განსახილველი საკითხები, რომელზეც დახურულ რეჟიმში მსჯელობდნენ.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მხრიდან მწვავე განცხადებები, რაც მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციისკენ და ხელს უშლის ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის განხორცილებას. ჩვენი პოლიტიკა დამყარებულია სამშვიდობო ინიციატივებზე და საერთაშორისო სამართლის სრულ პატივისცემაზე, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის ფედერაციაზე. ბუნებრივია, ამ პროცესების ირგვლივ არსებობს კითხვები როგორც მმართველ გუნდში, ასევე, ოპოზიციაში და მოსმენაც სწორედ ამიტომ გაიმართა“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ კომიტეტის წევრებს, ქართულ-რუსულ კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების და კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მომხსენებელმა ასევე, ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესზე და არაღიარების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე.

ლაშა დარსალიას განცხადებით, სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე, მათ შორის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაზე. „ვისაუბრეთ დეტალებზე თუ რას აკეთებს და როგორ მუშაობს საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნებთან და სხვადასხვა მთავრობებთან ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში, იმისთვის რომ ეს საკითხი იდგას მაღალ დონეზე დღის წესრიგის. ამ კუთხით პროგრესი და გარკვეული შედეგებიც გვაქვს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე დეტალური საუბარი იყო იმ საკითხებზე, რომლებიც პარლამენტის წევრებს აინტერესებდათ.

მომხსენებელმა პრაღაში მიმდინარე ქართულ-რუსულ დიალოგზე და იქ განსახილველ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც უმთავრესად სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სატრანსპორტო კავშირებს და გარკვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებს ეხება. „მე შევეცადე პარლამენტის წევრებისთვის მიმეწოდებინა მაქსიმალური ინფორმაცია და შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი გამეცა. ვფიქრობ, საერთო ჯამში, ეს იყო საქმიანი, სასარგებლო შეხვედრა. თუ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 2011 წლის შეთანხმებასთან დაკავშირებით პარლამენტში იქნება აზრთა ერთიანობა, ოპოზიციასა და პოზიციას შორის, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ამ პროექტის რეალიზაციისათვის. მე ასეთი განცდით გამოვედი, რომ ეს იყო საქმიანი შეხვედრა და სასარგებლო როგორც ჩემთვის, ასევე პარლამენტარებისთვისაც“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მიგვეღო პასუხები ყველა კითხვაზე, დეტალურად განგვეხილა ეს საკითხები და გაგვეცა შესაბამისი რეკომენდაციები. ეს არის ჯანსაღი სამუშაო პროცესი, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.


 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის