logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ამირან სალუქვაძე: ერთხელაც, ევროპასაც ამოუვა ყელში ჩვენი პოლიტიკური აქტივობები სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე
ამირან სალუქვაძე: ერთხელაც, ევროპასაც ამოუვა ყელში ჩვენი პოლიტიკური აქტივობები სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე
21:24 03.03.2019
საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე, უცხოეთში მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს ეხმაურება:

"ერთ რჩევას მოგცემთ პოლიტიკოსებს, თუ მიიღებთ. ემიგრანტების თემა კარგად შევისწავლოთ.

კერძოდ:

- ვინ როდის წავიდა და რატომ?

- ვინ რითი ირჩენს თავს?

- რამდენია ლეგალურად, რამდენი არალეგალურად (ნუ ფიქრობთ, რომ ყველას აწყობილი აქვს საქმე და ყველა კანონიერადაა)?

- რამდენი აქვთ ანაზღაურება და აქედან რამდენს აგზავნიან საქართველოში ოჯახების სარჩენად, რამდენს ახმარენ საკუთარ თავს ადგილზე და არის თუ არა ეს საკმარისი, რომ ორი მიმართულებით სრულყოფილი ხარჯები გასწიონ?

- ვინ რა ასაკის, სპეციალობის, განათლების და სამუშაო გამიცდილებისაა და აქედან რამდენმა მათგანმა შეიძლება იპოვოს სამსახური საქართველოში დღეს, ახლო და შორეულ პერსპექტივაში?

ეს პოპულიზმი, შეუსრულებელი დაპირებები, არაფრის მომტანი აქციები მხოლოდ მხოლოდ ნიჰილიზმს აჩენს.

არაფრის მომტანია ამ ხალხის იქეთ-აქეთ ტარება და წვალება.

აჟიოტაჟი დიდია. რეალურად მასშტაბური ფორუმი ვერც ლიეჟში ჩატარდა და ვერც რომში. აზრი რა ჰქონდა ამ ყველაფერს? მხოლოდ ანტიპიარი და უკუშედეგი. მე ასე მეჩვენება და თქვენი თქვენ იცით.

ემიგრანტების ხარჯზე რაღაც ფონდების შექმნას, ორი ინიციატივა გაჟღერდა აქამდე. ალბათ სხვებსაც ექნებათ სურვილი მომავალში ემიგრანტების ხარჯზე ედემის ბაღში გაისეირნონ. ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს კარგად რომ შეისწავლით, მიხვდებით, რომ უმეტესობა საკმაოდ მომჭირნედ ცხოვრობს. თქვენი საქმეა, ატარეთ რაღაც ჯგუფი ქალაქიდან ქალაქში, ზოგი აქედან ატარეთ. შედეგი რა იქნება?

ერთხელაც, ევროპასაც ამოუვა ყელში ჩვენი პოლიტიკური აქტივობები სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე, თავისი დაპირისპირებებით.

კიდევ მსურდა ერთ გარემოებაზე აქცენტის გაკეთება, რაც უკვე შეინიშნება და შესაძლოა საზოგადოებისთვის საზიანოდ განვითარდეს, თუმცა ჯერ დავს შევიკავებ.
მოკლედ, ნურც ცრუ რეალობას შევქმნით, ნურც ცრუ მოლოდინებს"-წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის