logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოდესაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ორგანიზებულ დებატებში მიიღო მონაწილეობა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოდესაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ორგანიზებულ დებატებში მიიღო მონაწილეობა
11:47 02.03.2019
მიმდინარე წლის 1-2 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აშშ-ს გერმანიის მარშალის ფონდისა და "ბუმბურასის ფონდის" მიერ ორგანიზებულ "ოდესის დებატებში" მიიღო მონაწილეობა, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებას მიეძღვნა.

მინისტრის მოადგილე კონფერენციის გახსნით პანელზე "რეგიონული სტრატეგია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის" სიტყვით გამოვიდა. თავის გამოსვლაში ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მზარდ მილიტარიზაციაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს და რეგიონის, არამედ ევროპის უსაფრთხოებას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის აშშ-ს, ნატოსა და ევროკავშირის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია შავ ზღვასა და რეგიონში არსებული კონფლიქტების დასარეგულირებლად და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამავდროულად ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, მნიშვნელოვან როლს რეგიონში მსხვილი სატრანსპორტო-სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში.

საგარეო უწყების ინფორმაციით, პანელში ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის საკითხებში, ჯორჯ კენტმა, ბულგარეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დანიელ მიტოვმა და ევროკომისიიდან უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელმა, პიტერ ვაგნერმა მიიღეს მონაწილეობა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა