logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა ბულგარეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
დავით ზალკალიანმა ბულგარეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
11:41 02.03.2019
საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ბულგარელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს და ბულგარეთს ისტორიული დროიდან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.

დავით ზალკალიანმა დადებითად შეაფასა ქვეყნებს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას. მისი თქმით, ის პოლიტიკური ურთიერთობა, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებობს, ეკონომიკური თანამშრომლობით კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს.

საგარეო უწყების ცნობით, მიღებაზე გამოსვლისას, ზალკალიანმა განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე გააკეთა.

„საქართველოსა და ბულგარეთს გეოგრაფიულად შავი ზღვა აკავშირებს, რომელიც ბუნებრივი ხიდია ჩვენს ქვეყნებს შორის და ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ჩვენ ვაპირებთ ამ პოტენციალის სრულად გამოყენებას, განსაკუთრებით, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში. შავი ზღვა ევროკავშირის ინტერსის სფერო ხდება და შავი ზღვის, როგორც კეთილდღეობისა და განვითარების ზღვის როლი დღითიდღე ძლიერდება. ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ბულგარეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნა და ბულგარეთის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დავით ზალკალიანმა ასევე ბულგარეთის საელჩოს ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციის წარმატებით დასრულება მიულოცა.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა