logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს გასულ წელს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ჰქონდა
დავით ზალკალიანი: ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს გასულ წელს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ჰქონდა
18:36 01.03.2019

„საქართველოს გასულ წელს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები ჰქონდა უპრეცედენტო ფორმატების

გამოყენებით, მათ შორის ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის შეხვედრით და იქ დასახული მიზნების კუთხით“ – ამის შესახებ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივი სხდომის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო 2019 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესა და აღნიშნულთან დაკავშირებულ ღონისძიებებს და მათ ფარგლებში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგების წარმოჩენის მნიშვნელობას.

დავით ზალკალიანის განცხადებით კომისიის წევრებმა დეტალურად განიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობა და კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პრაქტიკული სარგებლის გარდა, უვიზო მიმოსვლას აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა და მთავრობა ძალღონეს არ დაიშურებს, რათა მისი შეუფერხებელი ფუნქციონირება უზრუნველყოს: „ყურადღება დაეთმო სავიზო ლიბერალიზაციას, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. „ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ წუხილზე, რომელიც მოდის ევროპელი პარტნიორების მხრიდან სხვადასხვა შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც ადგილი აქვს პროცედურების დარღვევას და თავშესაფრის მაძიებელთა ზრდას, ამიტომ აუცილებელია საქართველოს მთავრობა იყოს კოორდინაციაში. ჩვენ ვისაუბრეთ ამ მიმართულებით არსებულ სამოქმედო გეგმაზე, რა პრევენციული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან არ მოხდეს ამ მნიშვნელოვანი მონაპოვარის სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი მიზნების მიხედვით გამოყენება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს შეთანხმებული კოორდინირებული სამოქმედო გეგმა და ეს გეგმაც იქნება განხორციელებული და ჩვენ ამ მიმართულებით ველოდებით, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება.“– განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ სხდომაზე განხილული იქნა 5 მარტს, ასოცირების საბჭოს შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები, რომლის ფარგლებშიც ევროპელ პარტნიორებს წარედგინებათ საგზაო რუკა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სხდომაზე ნატოში ინტეგრაციის კუთხით, გასული წლის შედეგები შეაფასეს და მიმდინარე წლის გეგმებზე იმსჯელეს: „წელს ამ მიმართულებით სერიოზული აქტივობები გვექნება, ველით ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტს საქართველოში, დაგეგმილია ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა საქართველოში და რა თქმა უნდა ნატო-ს ეგიდით განხორციელებული წვრთნები. ეს მიმართულება ნატოში ინტეგრაციის კუთხით არის აღიარებული ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, რაც გამოიხატა კიდეც ბრიუსელის სამიტზე, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს ხელშესახები შედეგი ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტის გამოყენების თვალსაზრისით, რაც მიმართულია საბოლოო მიზნისკენ-წევრობისკენ“-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

დღეს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიისა და ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის ერთობლივი სხდომა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. კომისიის წევრებმა დეტალურად განიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ პრაქტიკული სარგებლის გარდა, უვიზო მიმოსვლას აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა და მთავრობა ძალღონეს არ დაიშურებს, რათა მისი შეუფერხებელი ფუნქციონირება უზრუნველყოს.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა