logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოს 12 დაცული ტერიტორია გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დახმარებას მიიღებს
საქართველოს 12 დაცული ტერიტორია გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დახმარებას მიიღებს
10:21 01.03.2019

საქართველოს 12 დაცული ტერიტორია გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) და გლობალური

გარემოსდაცვითი ფონდისგან (GEF) მრავალმხრივ დახმარებას მიიღებს, რომელიც დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის გამყარებას და საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას მოხმარდება.

ხუთწლიანი პროგრამა, რომლის სრული ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება შემდეგ 12 დაცულ ტერიტორიას მოიცავს: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მაჭახელას ეროვნული პარკი და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და საქართველოს ბანკის ერთობლივი პროგრამა 2023 წლამდე გაგრძელდება.

„ბიომრავალფეროვნების გარეშე დედამიწაზე სიცოცხლის არც ერთი სხვა ფორმა, მათ შორის ადამიანიც, აღარ იარსებებს“, - განაცხადა ლუიზა ვინტონმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში.

„მცენარეებისა და ცხოველების სახეობების გადაშენების მაჩვენებლებმა შემაშფოთებელ ზღვარს მიაღწია. დაცული ტერიტორიები უნიკალური რესურსია, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ეკოსისტემების კონსერვაცია და აღდგენა და დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნება“, - დასძინა მან.

„დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა საქართველოს დაცული ტერიტორიებისთვის, რაც უზრუნველყოფს 12 დაცული ტერიტორიის ფინანსურ მდგრადობასა და გაძლიერებას“, - განაცხადა იური ნოზაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. „ამჟამად დაცული ტერიტორიები საქართველოს მთლიანი ფართობის 8 პროცენტს შეადგენს, ხოლო მომავალი რვა წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი 20 პროცენტამდე გაიზრდება. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით შესაძლებლობა გვეძლევა გავზარდოთ დაცული ტერიტორიების სისტემის ეფექტიანობა და მდგრადობა“.

პროგრამის ბიუჯეტში გაერთიანებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) გრანტი (1.8 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსება (4.8 მილიონი აშშ დოლარი), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) წილი (3.1 მილიონი აშშ დოლარი) და საქართველოს ბანკის წილი (200,000 აშშ დოლარი).

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა