logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც არის ქვეყნის ინტერესებში
ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც არის ქვეყნის ინტერესებში
13:22 23.02.2019
„ჩვენს მიერ წარდგენილ კანონპროექტს ექნება ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომლის ინტერესებშიც არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, მათ შორის, ვგულისხმობ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ, დიპლომატიური კორპუსის, საპარლამენტო ოპოზიციის, სასამართლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, წარდგენილ იქნა კანონპროექტი, რომელსაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერა აქვს.

„ჩვენ შევთავაზეთ სხვადასხვა მხარეს შემდეგი პროცედურა: არის რამდენიმე ეტაპიანი პროცედურა, რომელიც არის ღია, გამჭვირვალე, არის საკუთარი სტრუქტურის მქონე, გაგრძელდება, მინიმუმ, ორ თვეს, და ეს ჩაივლის საზოგადოების ძალიან მყარი დაკვირვების ქვეშ, შესაბამისად, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს იმას, რომ საბოლოო ჯამში, იქნება მიღებული, ასე ვთქვათ, ხარისხიანი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის უზრუნველყოფილი ჩვენი კანონპროექტით“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით, სამი ძირითადი შენიშვნა გამოითქვა, რაზეც, მსჯელობა გაგრძელდება.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა კოალიციის - „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლის, გიორგი მშვენიერაძის მიერ შეხვედრის დატოვებას. მისი შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაცია არ უნდა მონაწილეობდეს პოლიტიკურ სპექტაკლებში და არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ინტერესი.

„გიორგი მშვენიერაძე იყო პირდაპირ ჩართული, მაგალითად, წინასაარჩევნო კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ამ ადამიანის და შესაბამისად, ამ ძალების პოლიტიკური ინტერესი არის თვალსაჩინო - ისინი იბრძოდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ისინი იბრძვიან ამ შემთხვევაშიც, კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და მე შეგახსენებთ, რომ ვიდრე გააკეთებდა განცხადებას გიორგი მშვენიერაძე სხდომის დატოვების შესახებ, მას უკვე დილას ჰქონდა განცხადება გაკეთებული იმის თაობაზე, რომ მოგვიანებით დატოვებდა სხდომას, არაპირდაპირი ფორმით, ის მოუწოდებდა, ასევე, სხვა მხარეებს, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ სამუშაო პროცესში. ეს არის, ბუნებრივია, პოლიტიკური სპექტაკლი და როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, ბუნებრივია, არ უნდა მონაწილეობდე პოლიტიკურ სპექტაკლებში, და არ უნდა გქონდეს პოლიტიკური ინტერესი, მით უმეტეს, იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც ჩადიოდა იმ დანაშაულებს, რომელიც ჩაიდინა იმ ძალამ, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამოცანაა მკაფიო პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერა, რასაც მმართველი გუნდი უზრუნველყოფს.

„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ გავწეროთ მკაფიო პროცედურები და კრიტერიუმები და ეს იქნება უზრუნველყოფილი ჩვენს მიერ და საბოლოო ჯამში, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, როგორიც არის ქვეყნის ინტერესებში და არა გიორგი მშვენიერაძის და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში“- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიმართ, საერთო დამოკიდებულება დადებითია და გამოთქმულ შენიშვნებზე მუშაობა გაგრძელდება.

„დარწმუნებული ვართ, რომ ამ სამ საკითხზეც გვექნება შეთანხმება და შესაბამისად, ეს კანონპროექტი იქნება მიღებული ფართო მხარდაჭერით. ბუნებრივია, ამ კანონპროექტს ვერ ექნება „ნაციონალური მოძრაობის“, გიორგი მშვენიერაძის და სხვა მსგავსი წარმომადგენლების მხარდაჭერა, თუმცა, ამას ექნება ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომლის ინტერესებშიც არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, მათ შორის, ვგულისხმობ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და ყველა იმ სუბიექტს, რომელიც იყო გუშინ წარმოდგენილი ჩვენს შეხვედრაზე“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის