logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა
19:21 22.02.2019
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) საერთაშორისო ჯილდო გადაეცა. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, გაეროს ოფისში გამართული კონფერენცია სახელწოდებით, „დამოუკიდებელი ცხოვრება და პოლიტიკური ჩართულობა“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ინკლუზიური გარემოს გაუმჯობესებას მიეძღვნა. ჯილდო ნომინაციაში - „ინოვაციური პრაქტიკა 2019“ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დანერგილი წარმატებული პრაქტიკისთვის გადაეცა. ზემოაღნიშნული წარმატებული გამოცდილება უსინათლო ამომრჩევლებს სპეციალური ჩარჩო-ფორმის გამოყენებით დამოუკიდებლად და ფარულად ხმის მიცემის საშუალებას აძლევს.

ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ავსტრიული ორგანიზაცია იესელის ფონდის (Essl Foundation) მიერ ინიცირებული პროექტის (Zero Project) ფარგლებში გაიმართა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომი გარემოს შექმნასა და გაუმჯობესებას მიეძღვნა. აღნიშნული მიმართულებით 36 ნომინაციაში წარდგენილი ორგანიზაციებიდან საქართველოs ცენტრალური საარჩევნო კომისია 10 საუკეთესოს შორის შეარჩიეს.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად დაჯილდოვდნენ სხვა ქვეყნების მთავრობები და საარჩევნო ადმინისტრაციები, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო ადმინისტრაცია, მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტი, ბრაზილიის უმაღლესი საარჩევნო სასამართლო, პარაგვაის საარჩევნო ტრიბუნალი, კანადიდან კი ბრიტანეთის კოლუმბიის და სასქაჩევანის საარჩევნო ადმინისტრაციები. ასევე დაჯილდოვდა ევროკავშირისა და ფინეთის სერვისების ფონდის ერთობლივი პროექტი, რომელიც ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობას გულისხმობს. აღნიშნული პროექტი 8 ქვეყანაში (ბელგია, ესტონეთი, ფინეთი, იტალია, მალტა, რუმინეთი, სლოვენია, კვიპროსი) განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ იესელის ფონდის (Essl Foundation) მიერ ორგანზიებულ ღონისძიებაზე ჯილდოები გადაეცა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს, (IFES) არჩევნების ხელმისაწვდომობაზე დაკვირვების მექანიზმის შემუშავებისა და საარჩევნო ლექსიკონის სურდოთარგმანით შექმნისთვის.



კონფერენცია მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების ხელშეწყობა, ამომრჩევლების ინფორმირება, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე ინოვაციური პროექტების შემუშავება და ადრეული ასაკის ბავშვთა მხარდაჭერა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.

ღონისძიებას თამარ ჟვანიასთან ერთად ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში, დავით დონდუა.

ცესკოს თავმჯდომარემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დეტალურად ისაუბრა უსინათლო ამომრჩევლებისთვის დანერგილ ინოვაციურ პრაქტიკაზე, რომელიც მათ საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად, ხმის მიცემის ფარულობის დაცვით მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრის პროცესში.

როგორც თამარ ჟვანიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სპეციალური ჩარჩო ფორმის გამოყენება, რომლის მეშვეობითაც უსინათლო ამომრჩევლები ხმას აძლევენ, შესაძლებელია ყველა სახის არჩევნებში - საპრეზიდენტო, საპარლამენტო, თვითმმართველობის, ასევე რეფერენდუმის დროს. მისი გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად და არ საჭიროებს ბრაილის შრიფტის ცოდნას.

“ხელმისაწვდომი და თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნა საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამის მაგალითია უსინათლო ამომრჩევლებისთვის დანერგილი ბიულეტენების სპეციალური ჩარჩო ფორმის გამოყენება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს კენჭისყრის ფარულობას... გისურვებთ სამართლიანი საზოგადოების შექმნას, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები დამოუკიდებლად მონაწილეობენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე მჯერა, რომ ამ სულისკვეთებით, მზაობით და გამოცდილებით შეგვიძლია შევქმნათ ინკლუზიური გარემო ყველასათვის” - აღნიშნა თამარ ჟვანიამ სიტყვით გამოსვლისას.

Zero Project-ის ფარგლებში ყოველწლიური კონფერენციები ვენაში, იესელის ფონდის (Essl Foundation) ორგანიზებით გაეროს ოფისში 2016 წლიდან იმართება. აღნიშნული ფონდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოსთან (ECOSOC) აქტიურად თანამშრომლობს. 2019 წლის კონფერენციას, რომელიც 20-23 თებერვალს გაიმართა, 70-ზე მეტი ქვეყნის 600-მდე მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის - სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის