logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოს და ლესოტოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა
საქართველოს და ლესოტოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა
18:03 22.02.2019

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ლესოტოს სამეფოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო

ურთიერთობათა სამინისტროს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციებისპირველი რაუნდი გაიმართა.

ქართული მხრიდან კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო ლესოტოს მხრიდან - ლესოტოს საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილე, ლესოტოს პარლამენტის წევრი, ჰალებონე სეცები ხელმძღვანელობდა.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-ლესოტოს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ძირითადი ასპექტები, თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები და გზები, გამოცდილების გაზიარების და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების და ურთიერთმხარდაჭერის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრის პარალელურად, ლესოტოს მთავრობის გაფართოებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელიც ქვეყანაში მასშტაბური რეფორმების განხორციელების გეგმას ეძღვნებოდა. შესაბამისად, კონსულტაციების დროს, ქართულმა მხარემ საერთაშორისო ურთიერთობათა მინისტრის მოადგილეს, მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში განხორციელებული რეფორმების და მიღებული შედეგების შესახებ, ხოლო ლესოტოს მხარემ გამოხატა დიდი დაინტერესება რეფორმების განხორციელების გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით.

მხარეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების და პრინციპების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის პრინციპებისადმი და შეთანხმდნენ ორმხრივი კონტაქტების გააქტიურებაზე ურთიერთობების ყველა სფეროში.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა