ბექა ნაცვლიშვილის უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა
ბექა ნაცვლიშვილის უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა
16:41 22.02.2019
ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შედეგად, მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. ცოტა ხნის წინ 115-კაციანი უმრავლესობიდან წავიდნენ ბექა ნაცვლიშვილი და ეკა ბესელია, მანამდე კი ლევან გოგიჩაიშვილი.

"ქართულ ოცნებაში" 112 დეპუტატი დარჩა, რაც კონსტიტუციის ¾-ის უმრავლესობით მიღებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა, რადგან ასეთი კვორუმით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.
ბეჭდვა