logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტები შეაფასა
საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტები შეაფასა
11:32 22.02.2019
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამშობლოში კმაყოფილი ბრუნდება, რადგან საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების მზადყოფნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

,,საფრანგეთმა გამოთქვა საქართველოს მხარდაჭერის ძალიან დიდი მზადყოფნა. ახლა უნდა დაველოდოთ, როგორ გადავა ეს განცხადებები რეალურ ქმედებებში.
მე ვიტყოდი, რომ საფრანგეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვალა. ეს ეხება სამხედრო თანამშრომლობისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას. ასეთი ძლიერი მხარდამჭერი პოზიცია რამდენიმე წლის წინ საფრანგეთისაგან არ გამიგია“ - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება, გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტის პირველ ოფიციალურ ვიზიტს, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოს გერმანიასთან მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის განვითარებაც მთლიანად ჩვენს ქვეყნებზეა დამოკიდებული.

,,თანადგომა, მხარდაჭერა და მეგობრობა - ასე შეიძლება შეფასდეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, რომელიც ასეა დღეს, ასეთი იყო საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის პერიოდშიც და ასე იქნება მომავალშიც“ -აღნიშნა პრეზიდენტმა.

17 -21 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან, ჟერარ ლარშესთან.

ემანუელ მაკრონთან ერთად ხელი მოაწერა თანამშრომლობის დეკლარაციას “ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში;

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსა და ფედერალურ კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა.

ორივე ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთისა და გერმანიის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან გამართა შეხვედრები. ასევე, ორივე ქვეყანაში შეხვდა ქართველ სტუდენტებსა და დიასპორის წარმომადგენლებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა