ევროკავშირის ელჩი ახმეტასა და პანკისს ეწვევა
ევროკავშირის ელჩი ახმეტასა და პანკისს ეწვევა
15:07 21.02.2019
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ხვალ ახმეტის მუნიციპალიტეტს ეწვევა, სადაც სოფლის განვითარების პროექტის გახსნაზე სიტყვით გამოვა. პროექტის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შეიქმნება (LAG). პროექტს ევროკავშირის დახმარებით, ორგანიზაცია "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" (Action Against Hunger) ახორციელებს.

დღის მეორე ნახევარში კი, ევროკავშირის ელჩი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობაში ერთად გაემგზავრებიან. 

მათი ვიზიტი პანკისში ადგილობრივ ხელისუფლებასა და ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მოიცავს. გარდა ამისა, ისინი ბირკიანში საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდებიან, რომლებიც ახლახან სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ.



ბეჭდვა