ოთარ ბერძენიშვილმა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წაიკითხა
ოთარ ბერძენიშვილმა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წაიკითხა
17:48 20.02.2019
კორეის რესპუბლიკაში აკრედიტებული საპატიო კონსულების სპეციალური მოწვევით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წაიკითხა.

ელჩმა საქართველოს ისტორიის, კულტურის და ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა. ოთარ ბერძენიშვილმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო-ეკონომიკური გარემოს შესახებ. ელჩმა ასევე მიმოიხილა საქართველო-კორეის ორმხრივი ურთიერთობები და აღნიშნა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ სფეროებში როგორიცაა ეკონომიკა, კულტურა, განათლება.

ღონისძიების დასასრულს შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ კორეაში აკრედიტებულ საპატიო კონსულთა ჯგუფი მაისის თვეში გეგმავს, ეწვიოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს და გაეცნოს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს, ისე ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს.
ბეჭდვა