ანრი ოხანაშვილი „ევროკავშირი საქართველოსთვის EU4 Justice - სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელს შეხვდა
ანრი ოხანაშვილი „ევროკავშირი საქართველოსთვის EU4 Justice - სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელს შეხვდა
15:43 20.02.2019
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „ევროკავშირი საქართველოსთვის EU4 Justice - სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ხელმძღვანელს, რენატე ვინტერს და პროექტის ექსპერტს, ალეშ ზალარს შეხვდა.

მხარეებმა მართლმსაჯულების სფეროს რეფორმის საკითხებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცესზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე ისაუბრეს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ქალბატონ რენატე ვინტერთან, რომელიც დიდი ხანია ჩართულია მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების განხორციელებაში, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავებაში. იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა მართლმსაჯულების სფეროში შემდგომი რეფორმების გატარების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე. მათ გამოთქვეს მზაობა, რომ დაგვეხმარებიან როგორც საექსპერტო კუთხით, ასევე სხვადასხვა მიმართულებებით.

საუბარი, ასევე შეეხო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებს. პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე ჰქონდა შევედრა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, როდესაც ირაკლი კობახიძემ მათ გააცნო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის პროცედურა. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს უნდა იყოს ღია და უნდა იყოს ხანგრძლივი პროცესი. ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ნდობა ამ პროცესისადმი. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი საზოგადოების ინტერესის შესაბამისად და შევარჩევთ მაღალკვალიფიციურ, სანდო, კეთილსინდისიერ და პროფესიონალ მოსამართლეებს. ეს არის ჩვენი მოდგომა“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
ბეჭდვა