მიხეილ ბატიაშვილი: საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის კუთხით, სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა
მიხეილ ბატიაშვილი: საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის კუთხით, სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა
14:58 20.02.2019
საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების , მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა საქართველო-გერმანიის ერთობლივ თანამშრომლობაზე ისაუბრა, რის თაობაზეც საქართველოში მალე ახალი პროექტის პრეზენტაცია იგეგმება.

მინისტრის თქმით, გერმანიასთან თანამშრომლობით, მუშაობა მიმდინარეობს პროექტზე, რომელიც პროფესიული განათლების კუთხით მთელ რეგიონში განსაკუთრებული იქნება. გარდა ამისა, განათლების თემაზე გაზაფხულზე მნიშვნელოვანი ფორუმი-კონფერენციის ორგანიზებაც იგეგმება.

„საქართველო და გერმანია განათლებისა და კულტურის კუთხით სრულიად ახალ საფეხურზე ავიდნენ და დღევანდელი შეხვედრებიც ხელს შეუწყობს, რომ მეტ თანამშრომლობაზე ვისაუბროთ. საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტის შემდეგაც საკმაოდ გააქტიურდა მუშაობა, მათ შორის განათლების კუთხით. ძალიან ბევრი პროექტი უკვე მიმდინარეობს. გერმანულ მხარესთან საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ და ძალიან მალე ვიხილავთ პროექტს, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონში იქნება განსაკუთრებული პროფესიული განათლების კუთხით. ჩვენს უნივერსიტეტებთან კვლევების მიმართულებით გაცვლითი პროექტები უკვე მიმდინარეობს” – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
ბეჭდვა