logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ლევან ჯაფარიძე: მუდმივად ვიქნები მოტივირებული, ჩავერთო ღონისძიებებში, რომელიც ემსახურება ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას
ლევან ჯაფარიძე: მუდმივად ვიქნები მოტივირებული, ჩავერთო ღონისძიებებში, რომელიც ემსახურება ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას
15:07 19.02.2019
საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრი, ლევან ჯაფარიძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივას „მწვანე ხაზებს“ დადებითად აფასებს.

„გარემოს დაცვა ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ეს ინიციატივაც ამ მიზანს ემსახურება. პროექტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მაღალი სტანდარტების, ევროპული ქალაქის მშენებლობისთვის ეკოლოგია.

პროექტი "მწვანე ხაზები " მიზნად ისახავს არსებული სკვერების, ბაღების თუ მწვანე სივრცეებს დაცვას კანონის ძალით. აღნიშნულ ტერიტორიებზე აიკრძალება

ყველა ტიპის კაპიტალური მშენებლობა, რაც გააძლიერებს დაცვის მექანიზმს და

რეალური პრობლემა - მშენებლობები ვერ მოახდენს მათ დაზიანებას, ვინაიდან ცვლილებები მწვანე ხაზებში დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებებთან.

საყურადღებოა, რომ პროექტში ნებისმიერ მოქალაქეს აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა - მოხდება მათი ბაზაში აღრიცხვა და ნერგებით უზრუნველყოფა, რათა შეიქმნას დამატებითი მწვანე სივრცეები.

რაც შეეხება "მწვანე ხაზების" დადგენას - ეს არ იქნება ერთპიროვნულად შერჩეული ტერიტორიები. ამისთვის შეიქმნება სპეციალური ჯგუფი და სამუშაო პროცესში თითოეული მუნიციპალიტეტის ჩართულობა იქნება მაქსიმალური.

გარემოს დაცვის და გამწვანების მიმართულებით ბოლო წლებში არაერთი პროექტი დაიგეგმა. საკომპენსაციო რგვა, მემორანდუმი ხეების ერთიანი ძალებით მოვლის შესახებ, პროექტი "მწვანე პოლიტიკა" - რომელიც სხვადასხვა კუთხითაა მიმართული ეკოლოგიის განვითარებისკენ და ა.შ.

ვფიქრობ, თბილისისთვის გამწვანების ღონისძიებებზე მიზნობრივი დანახარჯები საკაცობრიო მნიშვნელობის მატარებელია. რაც მთავარია, საჭიროა კომპლექსური მიდგომა გარემოს დაცვასთან, საჭიროა პროცესი იყოს დინამიური და ითვალისწინებდეს მოსახლეობის მაღალ ჩართულობას. ჩვენი შვილები ბავშვობიდან უნდა მივაჩვიოთ გარემოზე ზრუნვას და ჩავუნერგოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. ისინი უნდა აღიზარდონ სუფთა გარემოში.

ეს საკითხი როგორც თბილისის საკრებულოსთვის, ისე პირადად ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, არაერთხელ დამიფიქსირებია ჩემი პოზიცია ამ მიმართულებით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მუდმივად ვიქნები მოტივირებული, ჩავერთო ღონისძიებებში, რომელიც ემსახურება ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას“ განაცხადა ჯაფარიძემ. 

დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადეს, მიმდინარეობს ახალ ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც მალე „მწვანე ხაზების“ სახელწოდებით გახდება ცნობილი და რომელიც პარკებს, ბაღებს, სკვერებს ნებისმიერი სახის კაპიტალური მშენებლობისგან დაიცავს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის