logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ალექსანდრე ხვთისიაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს სტუმრობს
ალექსანდრე ხვთისიაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს სტუმრობს
18:23 12.02.2019
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი სამუშაო ვიზიტით სტუმრობს პოლონეთის რესპუბლიკას, სადაც მონაწილოებას იღებს პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდ სამრეწველო ფორუმში- „Build4Future”.

ფორუმის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციამ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა ვიელკოპოლსკას რეგიონის მარშალთან (გუბერნატორი) მარეკ ვოჟნიაკსთან. შეხვედრის მიზანი რეგიონალურ დონეზე, საქართველოსა და პოლონეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ადგილობრივი თვითმმართველობის პოლონური მოდელის გაცნობა იყო.

მინისტრის მოადგილემ ასევე შეხვედრა გაიმართა პოლონეთის ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან (პირველი მოადგილე) არტურ სობონთან. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, მათ შორის ერთობლივი საწარმოების შექმნისა და ტურიზმის სფეროს განვითარების საკითხებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და ვიელკოპოლსკას რეგიონის განვითარების ფონდის ორგანიზებით ქალაქ პოზნანში გაიმართა ბიზნეს ფორუმი “DOING BUSINESS IN GEORGIA”. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე, საქართველოში პოლონური ინვესტიციების ზრდის მნიშვნელობაზე და ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის წარმოების შესაძლებლობაზე.

ფორუმის ფარგლებში, გაიმართა პრესს-კონფერენცია, სადაც ქართულმა დელეგაციამ პრესას გააცნო პოლონეთში ვიზიტის მნიშვნელობა და მიზნები, ასევე მიმოხილული იქნა საქართველოსა და პოლონეთს შორის ეკონომიკური და საინვესტიციო თანამშრომლობის საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა პატივი მიაგო პოზნანის იუნიკოვოს სასაფლაოზე ქართველი იუნკერის, პოლონეთის არმიის საკონტრაქტო ოფიცრის, ვიცე-პოლკოვნიკის პლატონ თაყაიშვილის (1899-1955) და მისი მეუღლის, იანინა თაყაიშვილის ხსოვნას.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იმერეთის რეგიონის და სსიპ „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელობა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის