logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი იზმირში გამართულ მინისტერიალს დაესწრო
ლევან დავითაშვილი იზმირში გამართულ მინისტერიალს დაესწრო
14:05 11.02.2019
თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ იზმირში, 2019 წლის 7-10 თებერვალს, სოფლის მეურნეობის მინისტრების სამიტი და აგროგამოფენა გაიმართა . მინისტერიალის თემას „სოფლის მეურნეობის მომავალი" წარმოადგენდა. მინისტერიალს მსოფლიოს 14 ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

მინისტერიალის ფარგლებში, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიტყვით მიმართა სამიტის მონაწილეებს და დარგში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა თანამდეროვე ტექნოლოგიების აქტიური გამოყენების აუცილებლობას, ახალგაზრდების ჩართულობას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და პროდუქტიულობის გაზრდას. მინისტრმა ყურადღება საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე და დაგეგმილ ძირითად პროგრამებსა და პროექტებზე გაამახვილა.

„თანამედროვე მსოფლიოს წინაშე სულ უფრო მზარდია მოთხოვნა ხარისხიანი, უვნებელი და ჯანსაღი სურსათის მიწოდებაზე. ამ მიზნის მისაღწევად, ერთი ქვეყნის ძალისხმევა საკმარისი არ არის; აუცილებელია, მდგრადი განვითარების პრინციპების და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, სახელმწიფოებმა გააერთიანონ ძალისხმევა უკეთესი შედეგების მისაღწევად“ - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პრიორიტეტი მწვანე ეკონომიკის განვითარებაა, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის პრინციპების დაცვით, სოფლის მეურნეობის დარგის მდგრად განვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა თურქეთის სოფლის მეურნეობის და ტყის მინისტრთან, დოქ. ბექირ ფაქდემირლისთან. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის დარგში არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და შეთანხმდნენ, ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის დარგში გამოცდილების გაზიარებას, სპეციალისტების გაცვლას და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად, გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის